სიახლეები
სამასწავლებლო

რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში შესვლამდე? - დირექტორების შეფასებები
20-08-2019
-
+


სკოლა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. სკოლაში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია მოსწავლის დამოკიდებულებაზე სწავლის მიმართ, თუმცა სანამ ბავშვი პირველკლასელი გახდება, დიდი გზა აქვს გასავლელი.

რა უნარებს უნდა ფლობდეს ბავშვი სკოლაში შესვლამდე? - ამ საკითხთან დაკავშირებით Etaloni.ge-ს სკოლის დირექტორები ესაუბრნენ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი - ზაურ პავლიაშვილი:

„ჩვენ სკოლაში ძალიან კარგი პედაგოგები ასწავლიან და მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩვენ სწავლების პროცესში საინტერესო მასალებსა და თამაშებს ვიყენებთ. სკოლაში ცოტა ბავშვი სწავლობს. ამიტომ, მათთან აქტიური მუშაობა უფრო მარტივია. ჩვენ სწავლების პროცესში ყველანაირ სასწავლო აქტივობას ვიყენებთ, რაც ვფიქრობ, აუცილებელია წარმატების მისაღწევად. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას დიდი როლი აკისრია. ის ბავშვებს უვითარებს იმ ძირითად უნარებს, რომლების აუცილებელია სწავლის დასაწყებად: მასწავლებლის მოსმენის უნარი, წერის უნარი. გარდა ამისა, პირველკლასელი მოსწავლე მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა წარმატებით შეძლოს მისი სწავლება.

ახმეტის მუნიციპალიტეტის დუმასტურის საჯარო სკოლის დირექტორი - რუსუდან ბორჩაშვილი:

„პირველკლასელი მოსწავლე, რომელიც სკოლაში მიდის, ქართულ სიტყვებს თავისუფლად უნდა ფლობდეს. სხვა უნარები სკოლაში განუვითარდება“.

წალკის მუნიციპალიტეტის არწივანის საჯარო სკოლის დირექტორი - ფრიდონ დავითაძე:

„პირველ რიგში, თითოეულ მოსწავლეს ზრდილობა მოეთხოვება. გარდა ამისა, ბავშვს ასაკიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს აზროვნება და მეტყველებდეს გამართულად“.

კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის საჯარო სკოლის დირექტორი - ვასილ ქეშელაშვილი:

„პირველი კლასის მოსწავლე, რომელიც შედის სკოლაში კარგად უნდა იყოს მომზადებული სასკოლოდ, შეეძლოს აზროვნება და მზად იყოს სწავლის დასაწყებად. სკოლამდელი აღზრდა ბავშვის ძირითადი უნარების განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს“.

კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო სიმონიშვილი:

„პირველ რიგში, ბავშვი, რომელიც შედის პირველ კლასში, მზად უნდა იყოს სწავლის დასაწყებად. ამისთვის, სასურველია, საბავშვო ბაღი ჰქონდეს გავლილი, თუმცა სოფლის სკოლებისთვის ეს ცოტა რთულია, რადგან არ არის ბაღები. ჩვენს სკოლაში ძალიან კარგი პედაგოგები მუშაობენ, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეაჩვიონ და შეაყვარონ მოსწავლეებს სკოლა. შესაბამისად, შედეგიც არ აყოვნებს“.

ხაშურის N 4 საჯარო სკოლის დირექტორი - ნანა გაგნიძე:

„ბავშვები, რომლებიც დადიან საბავშვო ბაღში, აუცილებლად უნდა იცოდნენ ლექსები, ფანქრის დაჭერა, სველ წერტილებში გადაადგილება, დამოუკიდებლად კვება, გამართულად მეტყველება. გარდა ამისა, სავალდებულოა, შეეძლოთ კომუნიკაცია თავის თანატოლებთან, იცოდნენ მშობლის სახელი, გვარი და მისამართი. მოსწავლის სხვა უნარების განვითარება პედაგოგებზეა დამოკიდებული“.

ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის დირექტორი - ალექსანდრე ლომიძე:

„პირველ რიგში, მოსწავლე, რომელიც მიდის სკოლაში, ქცევის წესები უნდა იცოდეს, მასწავლებელს უჯერებდეს და იცოდეს უფროს-უმცროსობა“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის წასრის საჯარო სკოლის დირექტორი - ელისო დოღაძე:

პირველკლასელ მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის უნარები და შეეძლოს თანატოლებთან ურთიერთობა.

ალექსანდრე ჯაფარიძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხრეითის N1 საჯარო სკოლის დირექტორი - მიხეილ ლაშხი:

„მოსწავლეს პირველ რიგში ჰიგიენის დაცვა უნდა შეეძლოს. გარდა ამისა, სავალდებულოა შეძლოს საზოგადოებასთან ურთიერთობა, გააჩნდეს კომუნიკაციის უნარები, რადგან, სკოლაში შესვლით მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ბავშვი ბაღიდან ფლობდეს იმ უნარებს, რომლებიც სკოლაში საკუთარი თავის რეალიზებაში დაეხმარება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის დეხვირის საჯარო სკოლის დირექტორი - ხათუნა ხეცურიანი:

„მოსწავლე, რომელიც პირველად მიდის სკოლაში, უნდა შეეძლოს ჰიგიენის წესების დაცვა, ასაკის შესაბამისად გააჩნდეს ცნობიერება და განვითარებული ჰქონდეს სოციუმის უნარები. სასურველია, თუ მოსწავლე შემოქმედებითი უნარებითაც იქნება დაჯილდოებული.საბავშვო ბაღს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ბაღი სოციალურ უნარებს მნიშვნელოვნად ავითარებს“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის საჯარო სკოლის დირექტორი - კახაბერ გვასალია:

„პირველკლასელმა მოსწავლემ პირველ რიგში, საზოგადოებაში მოქცევა უნდა იცოდეს. დანარჩენ ყველაფერს სკოლაში ისწავლის“.

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის საჯარო სკოლის დირექტორი - მზიური ოდიშარია:

„ბავშვი, რომელიც შედის სკოლაში, უნდა იცოდეს უფროს-უმცროსობა, ქცევის წესები კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული, შეეძლოს კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან, და აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმძღვანელოების მოვლა-პატრონობა“.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ეს დღე ძალიან ლამაზი, დასამახსოვრებელი ინფორმაციული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის
პრეზენტაციის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და საფრთხეების თავიდან აცილება
კვირეულის მე-4 დღე შემოქმედებითი გახლდათ და გამოძახილი იმისა, რომ ერთმანეთს გარემოს სიყვარულისა და მისი გაფრთხილებისკენ უნდა მოვუწოდებდეთ 
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
ბავშვები მათთვის საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება