სიახლეები
სკოლები

გაიცანით ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის პედაგოგი, რომელსაც „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა
06-08-2019
-
+


97 წლის ვენერა ცარციძე ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ბიოლოგიის მასწავლებელია. ის, ქალაქ საჩხერეში 1922 წელს დაიბადა, 1942 წელს დაამთავრა თბილისის ალექსანდრე პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია - ბიოლოგიის ფაკულტეტი და იმავე წელს დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის N2 საჯარო სკოლაში ის 1946 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებლის სახლი ავრცელებს.

„ჩემი უმთავრესი მიზანი იყო ბიოლოგიის სწავლება სახალისო და საინტერესო გამეხადა. ამისთვის, სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებდი ფილმებს, მოსწავლეებთან ერთად ვამუშავებდი სათბურს, სადაც მათ ნერგების გამოყვანა შევასწავლე და მათ საშუალება ჰქონდათ, თეორიული ცოდნა პრაქტიკულად გამოეყენებინათ; მსგავსი მეთოდი გამოვიყენეთ ცოცხალ ორგანიზმებთან მიმართებაშიც და სკოლის აუზში მოვაშენეთ სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც განსაკუთრებით დაეხმარა მოსწავლეებს ბიოლოგიის სრულფასოვნად შესწავლაში“, - იხსენებს ვენერა ცარციძე.

როგორც სკოლის დირექტორი, ლია გომართელი აღნიშნავს, ვენერა ცარციძე ყოველთვის გამოირჩეოდა სწავლების განსაკუთრებული მიდგომებით.

„ის მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას; ბიოლოგიის კაბინეტი აღჭურვილი ჰქონდა მრავალფეროვანი რესურსებით. გარდა სასკოლო მეცადნიეობებისა, უძღვებოდა ბიოლოგიის წრესაც. ამ ყველაფრის შედეგად, მისი მოსწავლეები ყოველთვის წარმატებით მონაწილეობდნენ ეროვნულ და რაიონულ კონფერენციებში“, - ამბობს დირექტორი.

ვენერა ცარციძე პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის 2003 წელს დაჯილდოვდა პრეზიდენტის „ღირსების ორდენით“. 1984 და 1989 წლებში ქალბატონ ვენერა ცარციძეს საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მიერ უფროსი მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

30 აპრილს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბერიკა შუკაკიძის გადაწყვეტილებით, ვენერა ცარციძეს „დამსახურებული მასწავლებლის“ წოდება მიენიჭა.


კომენტარები


ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება