სენაკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონცერტი - „ბავშვობის ფერადი კუნძული“ გამართეს
05-07-2019
დაკოპირებულია
-
+
ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის IV გ კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლელა კოხიას ხელმძღვანელობით, კონცერტი - „ბავშვობის ფერადი კუნძული“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი საღამო აჩუქეს.
„IV გ კლასის მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ლელა კოხიამ გვაჩუქეს დაუვიწყარი საღამო, კონცერტმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.