სიახლეები
სიახლეები

„ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე ევროკავშირთან“ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხორვატიაში იმყოფებოდნენ
19-06-2019
-
+

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი ლარისა თაკალანძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე  ხორვატიაში II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.

„ერთიანი საგანმანათლებლო სივრცე ევროკავშირთან“ -  უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის უნივერსიტეტის ფინანსებისა და საბანკო საქმის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, პოლონურ უნივერსიტეტსა (პოლონეთი) და პულის იური დობრილას უნივერსიტეტის (ხორვატია) ერთობლივი კონფერენცია გახლდათ.

პლენარულ სესიაზე წარმომადგენლებმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, საერთაშორისო პროექტებზე, გაცვლით პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სამეცნიერო საზოგადოებას პროფესორმა ლ. თაკალანძემ წარუდგინა მოხსენება „ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში და ევროპული გამოცდილება“, რამაც აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონფერენციის მუშაობის ფარგლებში ჩატარდა გასვლითი სამუშაო სხდომები Ca Foscari University of Venice ქ. ვენეციაში (იტალია) და პულის იური დობრილას უნივერსიტეტში, სადაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმები დაისახა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები

ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო

საზოგადოება