მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სადმელის საჯარო სკოლაში ღონისძიება „აბა გოგონებო“ გაიმართა.
აქტივობაში V - IX კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ კლასის დამრიგებლები ია ჭარბაძე და ქეთევან კერესელიძე ხელმძღვანელობდნენ.
გაზაფხულის, სიყვარულისა და მშვიდობის თემაზე მოსწავლეების ნახატების, სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით შესრულებული ( ქვა, ბისერი, პლასტილინი, გოაში, ფერადი ქაღალდი, წებო ) ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ბავშვებმა რაჭველი ქალების დიალოგი გაითამაშეს, რომლის ავტორიც კახაბერ პაპუაშვილი გახლდათ.
აქტივობის ფარგლებში, მათ ლექსები წაიკითხეს, რაჭული ცეკვა შეასრულეს და მუსიკის მასწავლებლის, ხათუნა დარახველიძის ხელმძღვანელობით იმღერეს.
ნიჭიერი მოსწავლეების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები