ბეჟანოს საჯარო სკოლაში ანბანის ზეიმი წარმატებით წარიმართა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბეჟანოს საჯარო სკოლაში ანბანის ზეიმი ჩატარდა.ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, გუანა მკოიანის ხელმძღვანელობით ნიჭიერმა მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიებას უმასპინძლეს.
ლექსებისა და მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრების წარდგენით მათ აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს.
სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა და მეტი წინსვლა უსურვა მომავალში.