მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის ყარაჯალის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ისტორიის მასწავლებლის აზიზ აბაზოვის ხელმძღვანელობით, კონფერენცია ჩაატარეს.
მონაწილეებმა საქართველოზე და ქართველ ისტორიკოსებზე ისაუბრეს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა სამი წლის შემდეგ, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.