სიახლეები
საინტერესო

რამდენი დასვენების დღეა წელიწადში საქართველოში? - უქმე დღეები და დღესასწაულები
10-05-2019
-
+

8 მაისს საქართველოს პარლამენტმა 12 მაისი ოფიციალურად დასვენების დღედ გამოაცხადა. ამ დღეს ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე აღინიშნება. თუმცა ეს დღე ოფიციალურად  აქამდეც უქმე დღედ იყო გამოცხადებული და  წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე აღინიშნებოდა. მსოფლიოს მაგალითს თუ გადავხედავთ, ყველაზე მეტი უქმე დღე, ინდოეთშია. იქ წელიწადის განმავლობაში 21 უქმე დღეა.

მოდით, გადავხედოთ, სულ რამდენი დასვენების დღე გვაქვს წელიწადში და რომლებია ისინი. სხვათაშორის საქართველოს შრომის კოდექსი 17 უქმე დღეს ითვალისწინებს (დიდი შაბათისა და აღდგომის ჩათვლით), ესენია:

1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები;

7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე;

19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე;

3 მარტი – დედის დღე;

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე;

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე;

სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია);

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე;

12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; ღვთისმშობლის წილხვედრობის დღე

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე;

28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა);

14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე;

23 ნოემბერი – გიორგობის დღე.

კომენტარები

ეტალონი
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში

საზოგადოება