სიახლეები
სიახლეები

სამტრედიის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგები დირექტორს უპირისპირდებიან
18-04-2019
-
+


სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქვაყუდის საჯარო სკოლაში პედაგოგები დირექტორ გიორგი შანიძეს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ზეწოლაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ დირექტორი კატეგორიულად უარყოფს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეალური დამნაშავის პოვნას სთხოვს.

როგორც სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, etaloni.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მაისში განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებიც იყვნენ მისულები და ადგილზე გაეცნენ მდგომარეობას, თუმცა ამ დრომდე მათგან რეაგირება არ ყოფილა. ამასთან, სიტუაციის საქმის კურსში არიან ადგილობრივი განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლებიც, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, შანიძე მინისტრის მიერ არის დანიშნული და მას ვერაფერს უხერხებენ.

„სკოლაში დაპირისპირება ხდება მასწავლებლებსა და დირექტორს შორის. გაგზავნილი გვქონდა წერილი აუდიტის სამსახურში, საიდანაც იყვნენ ჩამოსულები. საქმის კურსში არის რესურსცენტრიც. დაპირისპირება დღესაც მოხდა, სასტიკი საყვედური გამოგვიცხადა დირექტორმა. სკოლაში რესურსცენტრის წარმომადგენლებიც იყვნენ მოსულები, სასწრაფოც გვყავდა, ვინაიდან რამდენიმე პედაგოგი ცუდად გახდა დაპირისპირებისას.

დირექტორი გვაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს - „ფეხებზე მკიდიხართ“ და ა.შ. სწორედ ამის გამო გვქონდა აუდიტის სამსახურთან გადაგზავნილი წერილი მინისტრის სახელზე, მაისში გავაგზავნეთ წერილი და დასკვნა დღემდე არ ჩამოსულა. ხოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა განგვიცხადეს, რომ მათ არანაირი ძალა არ აქვთ, ვერ აჩერებენ დირექტორს და მათი არ ესმის. გვინდა ყველამ ნახოს რა სიტუაციაში ვართ, მაგრამ ერთი და იგივე გვესმის, რომ ის მინისტრის მიერ არის დანიშნული და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია. მინისტრმა 9 წლის უკან დანიშნა და ვერავინ ეხება“, - განაცხადა პედაგოგმა.

მისივე თქმით, მდგომარეობა შარშან იანვრის 5 რიცხვის შემდგომ დაიძაბა. აღნიშნული სიტუაცია კი მასწავლებლებთან კონფლიქტმა გამოიწვია. ამასთან დირექტორს შემაკავებელი ორდენიც აქვს გამოწერილი.

„ერთ-ერთ პედაგოგს ედავებოდა რომ მან ბავშვის უფლებები დაარღვია, თუმცა როცა მასწავლებელმა ამის დასაბუთება მოსთხოვა, ამან დირექტორის გაღიზიანება გამოიწვია და მას შემდგომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის გამო სკოლაში სამართალდამცავებიც იყვნენ მოსულნი, საქმე ძიებაშია წასული. ამჟამად კი დირექტორს შემაკავებელი ორდენი აქვს გამოწერილი“, - აცხადებს პედაგოგი.

როგორც სკოლის დირექტორი გიორგი შანიძე გვეუბნება, პედაგოგების ბრალდებები უსაფუძვლოა. მისი თქმით, პირიქით მასწავლებლები მუდმივად აყენებენ შეურაცხყოფას როგორც მას, ისე მის მეუღლეს, რომელიც ამავე სკოლის პედაგოგია.

„პედაგოგებს ვთხოვ შეასრულონ ის უფლება-მოვალეობები, რომელიც მათ აკისრიათ. იქნება ეს გაკვეთილზე დროულად შესვლა, არ დაგვიანება, მორიგეობა თუ მიცემული დავალების შესრულება - როცა ამ ყველაფერს ვავალებ ისინი ამაზე ღიზიანდებიან, არ უნდათ რომ მათი მოვალეობები შეასრულონ და ამას იგონებენ.

თუ მართალია ის რასაც ამბობენ, წარმოადგინონ ერთი ფაქტი, გინდაც ჩანაწერი გინდაც ნებისმიერი სახის მტკიცებულება, სადაც ფიქსირდება ჩემი ძალადობა, გინდა სიტყვიერი და გინდა ფიზიკური. პირიქით, მათმა საქციელმა იძულებული გამხადა ჩანაწერი გამეკეთებინა, სადაც ჩანს რომ მეც და ჩემს მეუღლესაც შეურაცხყოფას გვაყენებენ. ისეთი ბილწი სიტყვებით მოგვიხსენიებენ და გველაპარაკებიან, როგორსაც ქუჩაში მყოფი ხალხიც რომ არ იკადრებს“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი სისტემატიურად აყენებდნენ მის მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. გიორგი შანიძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ მასწავლებლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის მეუღლეს, მათ სკოლას მატერიალური ზიანიც მიაყენეს.

საბოლოოდ გამოსავლის მოსაძებნად დირექტორს სურს განათლების სამინისტროს მიმართოს კანონის ფარგლები მათ გამოავლინონ რეალურად ვინ არის დამნაშავე.

„ვაპირებ რესურსცენტრში მივიდე და სამინისტროში გავგზავნო წერილი რათა მათ გაარკვიონ ვინ არის დასასჯელი, თუ მე ვარ მე დამსაჯონ, თუ ეს მასწავლებლები არიან ისინი დასაჯონ. გამოსავალი ის არის, რომ ყველამ კანონიერად იმოქმედოს. მე მარტო ვარ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა აკაკი შანიძემ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება