სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ უნდა გამოითვალონ აბიტურიენტებმა საგრანტო ქულა დამოუკიდებლად
09-04-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის გათვალისწინებული თანხა ერთიანი ეროვნული გამოცდის არჩევით საგნებზე ორ ნაწილად იყოფა.

უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე აბსოლუტური (საგრანტო) ქულის დადგენის წესს etaloni.ge შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ.

თანხა იყოფა ორ თანაბარ ნაწილად. თანხის ერთი ნახევარი განაწილდება არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე:

ა) ლიტერატურა;
ბ) ისტორია;
გ) გეოგრაფია;
დ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
ე) სამოქალაქო განათლება.

ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 5% თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 95% პროპორციულად გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯგუფის ყოველი არჩევითი საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის პროპორციულად.

თანხის მეორე ნახევარი კი – არჩევითი საგნების შემდეგ ჯგუფზე:

ვ) მათემატიკა;
ზ) ქიმია;
თ) ფიზიკა;
ი) ბიოლოგია.

ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4% თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი საგნობრივი ჯგუფის არჩევით საგნებზე, ხოლო 96% პროპორციულად გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჯგუფის ყოველი არჩევითი საგნისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობის პროპორციულად.

აკადემიურ პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისა და აბიტურიენტის აბსოლუტური ქულის გამოთვლისთვის ყველა საგამოცდო საგანს აქვს თავისი წონა (ზოგადი უნარების გამოცდას - 1.5, ხოლო ყველა სხვა საგამოცდო საგანს - 1). თითოეულ გამოცდაში მოპოვებული სკალირებული ქულა მრავლდება საგრანტო საგნის წონაზე და მიღებული ქულები ჯამდება.

მაგალითად: თუ აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 169,1, ზოგად უნარებში - 165,7, უცხოურ ენაში - 164,8 და მათემატიკაში - 164,0 ქულა, მისი აბსოლუტურ (საგრანტო) ქულა გამოითვლება შემდეგი წესით: 169,1+165,7X1,5+164,8+164,0=746,45. მიღებული ჯამი მრავლდება 10–ზე, ანუ აბსოლუტური საგრანტო ქულა იქნება 746,45X10=7464,5. სახელმწიფოს მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტისთვის გამოყოფილი თანხის წლიური მოცულობა განაწილდება შემდეგი პრინციპით: სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემა მოხდება არა ერთიანი რეიტინგული სიის მიხედვით, არამედ ყოველი არჩევითი საგნისთვის (ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება) შედგება საგრანტო (აბსოლუტურ) ქულაზე დაფუძნებული რეიტინგული სია და კონკრეტული არჩევითი საგნისთვის გამოყოფილი თანხა ამ რეიტინგული სიის მიხედვით განაწილდება. მაგალითად: სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების მიზნით ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს ყველა ის აბიტურიენტი, რომლებმაც ჩააბარეს მათემატიკა, ზუსტად ასევე ერთმანეთს შეეჯიბრებიან აბიტურიენტები, რომლებმაც ჩააბარეს ქიმია, ლიტერატურა და ა. შ.

  • თუ აბიტურიენტი ჩააბარებს რამდენიმე არჩევით საგანს, ის სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებს სავალდებულო საგნების გამოცდებისა და იმ არჩევითი საგნის გამოცდის შედეგად მიღებული აბსოლუტური ქულების საფუძველზე, რომლითაც ის მიიღებს სწავლის გაგრძელების უფლებას კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე.
  •  თუ აბიტურიენტი ჩააბარებს საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნილ ორ ან მეტ არჩევითი საგნის გამოცდას და გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს, ის დაფინანსების კონკურსში მონაწილეობას მიიღებს იმ არჩევითი საგნის გამოცდაში მოპოვებული ქულით, რომლითაც მეტ დაფინანსებას მოიპოვებს, მიუხედავად იმისა, რომელი გამოცდის შედეგით მოხდება ჩარიცხვა ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება