სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას ვისურვებდი“ - 3 რამ, რასაც სკოლის დირექტორები გააუმჯობესებდნენ
19-02-2019
-
+


Etaloni.ge საგანმანათლებლო სივრცეში სხვადასხვა აქტუალური თემის ირგვლივ სკოლის წარმატებული მენეჯერების მოსაზრებების გაცნობას კვლავაც აგრძელებს.

3 რამ, რის გაუმჯობესებასაც ისურვებდნენ დირექტორები სასკოლო ცხოვრებაში - გაეცანით კომენტარებს:

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის N112 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო თაბაგარი:

„ვისურვებდი, ტექნიკურად გამართულ საკლასო ოთახებს და სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიებით მეტად აღჭურვას, რაც ხელს შეუწყობდა თანამედროვე საგაკვეთილო პროცესის წარმართვასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენთან მოსწავლეთა კონტიგენტი ყოველწლიურად იზრდება, ამდენად შენობაში ვეღარ ვეტევით და ინფრასტრუქტურული განახლება გვჭირდება.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ბაგრატ ქადაგიძე:

„ყოველდღიურად ვცდილობთ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას და მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ამ ეტაპზე დარბაზს ვისურვებდი სპორტული აქტივობებისთვის, ასევე ახალ წიგნებს ბიბლიოთეკაში და ბუფეტს.“

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ჯალალი:

„სკოლაში ინფრასტრუქტურული პრობლემები იყო, მაგრამ უკვე მშენებლობის პროცესში ვართ, რაც  სათანადო და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნის საშუალებას მოგვცემს. ამ ეტაპზე სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ვისურვებდი.“

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ლომაშვილი:

„ჩემი სკოლისთვის ინფრასტრუქტურულ კეთილმოწყობას ვისურვებდი. ასევე, მიღწეული შედეგებით არ ვკმაყოფილდებით, სწავლის ხარისხის ამაღლებაზეც მუდმივად უნდა ვიზრუნოთ. და რაც მთავარია, მოსწავლეთათვის მოტივაციის ამაღლება და მათი სწრაფვა წარმატებისკენ მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ანთაძე:

 

„მნიშვნელოვანია მატერიალური ბაზის შექმნა, გვჭირდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, კაბინეტური სიტემა არ გვაქვს. სკოლისა და მთელი სოფლისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მხატვრული წრეების ფუნქციონირება. ასევე ვისურვებდი მეტ სერტიფიცირებულ პედაგოგს და სკოლისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას.“

გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი:

„ლაბორატორიაში წყალი არ გვაქვს, სპორტდარბაზი და სააქტო სივრცეც განახლებას საჭიროებს. დღემდე შეშით ვთბებით, მოსაწესრიგებელია სველი წერტილებიც. ინფრასტრუქტურა მრავალი კუთხითაა გასაუმჯობესებელი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც მოსწავლეთა სკოლისადმი დამოკიდებულების შეცვლას ვისურვებდი, ახალგაზრდებმა უნდა გაიაზრონ საგანმანათლებლო კერის ფუნქცია და საჭიროება.“

ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლის დირექტორი მერი პაპიძე:

„ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას ვისურვებდი, სათანადო სასწავლო გარემოს შექმნამ კი სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი. მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა და მეტად ჩართვა მრავალფეროვან აქტივობებში.“

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის დირექტორი ზურაბ აბაშიძე:

„ძირითადად, ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებას ვისურვებდი, კარგი იქნებოდა სპორტდარბაზი რომ ჰქონოდათ ბავშვებს, ასევე თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელება რომ შეძლებოდათ ლაბორატორიაში. სხვა მხრივ, სწავლების ხარისხის მუდმივ ზრდას და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას ვისურვებდი.“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ემზარ ჯუმუშაძე:

„სკოლას ინფრასტრუქტურულად ხელი აქვს შესავლები, თანამედროვე საგაკვეთილო პროცესის წარმართვისთვის ასევე სასურველი იქნებოდა ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარება და კომპიუტერული რესურსის მეტად გამოყენება. რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და მოტივაციის გაზრდას ვისურვებდი.“

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ციცაგი:

„სკოლაში ლაბორატორიები მოგვიძველდა, საკლასო ოთახები და სპორტდარბაზიც განახლებას საჭიროებს. კარგი იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურული საკითხები ეტაპობრივად  მოგვარებულიყო. ვისურვებდი, რომ საგაკვეთილო პროცესში პედაგოგებს კომპიუტერული რესურსების მეტად გამოყენების საშუალება ჰქონოდათ და მაღალ კლასებში გაზრდილიყო მოსწავლეთა დაინტერესება სწავლის მიმართ.“


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება