სიახლეები
ყველაზე პოპულარული
რჩევები, ინტერვიუ

როგორ ვასწავლოთ ბავშვს ფულის სწორად გამოყენება?! - ფსიქოლოგის რჩევები
09-01-2019
-
+


სპეციალისტების თქმით, ფულის მიმართ სწორი დამოკიდებულება მცირე ასაკიდან ყალიბდება. ბუნებრივია, აქ გადამწყვეტი როლი მშობლებს უკავიათ, რომლებიც მცირეწლოვანს გამიზნულად ან უნებლიედ აჩვენებენ თუ რას ნიშნავს ფინანსები. 

Etaloni.ge-სთან ამ თემაზე ფსიქოლოგმა ქეთი მესხიშვილმა ისაუბრა:

- რა ასაკიდან უნდა ავუხსნათ ბავშვს ფულის დანიშნულების შესახებ?

- დღეს ბავშვები ფულის მიმართ ინტერესს ადრეულ ასაკშივე გამოხატავენ. ინფორმაციის მიწოდებაც სწორედ მაშინ შეიძლება, როდესაც ბავშვს კითხვები უჩნდება . ეს ინტერესი  მათთვის გასაგები ენით უნდა დაკმაყოფილდეს.

- როგორ უნდა გამოვუმუშავოთ მას ფულის „პატივისცემა", ანუ სწორად ხარჯვის უნარი?

- ამის მაგალითი თავად მშობლებმა უნდა მისცენ თუნდაც მაშინ, როდესაც ბავშვის სურვილების ასრულებას იწყებენ. თუკი ბავშვს ყველა სურვილი დაუკმაყოფილდა, ის ინტერესს დაკარგავს და ეს ფულის მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება. მშობელმა უნდა გამოიჩინოს გონიერება და მასთან ერთად ფულის ხარჯვის დროს მფლანგველად არ უნდა გადაიქცეს.

- უნდა ვასწავლოთ ბავშვს ფულის გამომუშავება?

- ბავშვს ფულის გამომუშავებას ვერ ვასწავლით. როდესაც მათ იციან ფულის დანიშნულება, საჭიროება და მოპოვების გზები, ისინი თავად იწყებენ მათ გამომუშავებაზე ზრუნვას.

- როგორ უნდა ვასწავლოთ მცირეწლოვანს ფულის დაზოგვა და შეგროვება?

- ისევ ზრდასრულების მაგალითით და კონკრეტული სწორი რეკომენდაციების მიცემით. კარგია ყულაბის გამოყენება და იქ ბავშვის ფულის მოგროვება. ამით ისინი გამოიმუშავებენ ნებისყოფას, რომ  ფულის მომენტალურად დახარჯვის იმპულსი დათრგუნონ. ესაა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სურვილის ასრულება ფულის დაზოგვითა და შეგროვებით.

- და ბოლოს, რა არ უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ მოზარდს  ფულის მიმართ დამოკიდებულება არ გაუჩნდეს?


- ისევ მშობლებს და ზრდასრულებს უნდა ჰქონდეთ პირველ რიგში ფულის მიმართ სწორი დამოკიდებულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ფული საჭიროა და ამ ინფორმაციის ბავშვისთვის მიწოდებისას მშობელმა ეს თემა უკიდურესობებით არ უნდა დატვირთოს. ფულზე საუბარი არც სიძულვილითა და არც ზედმეტი სიყვარულით არაა საჭირო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება