თბილისის N71 საჯარო სკოლაში თურქული ენის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს
თბილისის N71 საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩემი არჩევანია თურქული ენა“ ფარგლებში, თურქული ენის შემსწავლელი წრე ფუნქციონირებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები საწრეო მუშაობაში მონდომებით ჩაერთნენ.
„მოსწავლეები ახალ უცხო ენას ხალისით ეუფლებიან“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები