დილისკის N1 საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა - „ნაპერწკალი“ ფუნქციონირებდა
20-11-2018
დაკოპირებულია
-
+
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დილისკის N1 საჯარო სკოლაში არდადეგების დროს საზაფხულო სკოლა - „ნაპერწკალი“ ფუნქციონირებდა. საზაფხულო სკოლას პედაგოგი იამზე მსხვილიძე ხელმძღვანელობდა. მასში გაერთიანებული იყვნენ VII-X კლასების მოსწავლეები.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობას, არაფორმალურ განათლების მიცემას, ურთიერთთანამშრომლობას, მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას და თავისუფალი პიროვნების აღზრდას.