სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

როგორ ავუხსნათ ბავშვს რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება - ფსიქოლოგის რჩევები
13-11-2018
-
+


ფსიქოლოგებისა და სპეციალისტების რეკომენდაციით, სექსუალური განათლების მიღება მცირე ასაკიდანვე სასურველია. მათი განმარტებით, ეს სხვა მნიშვნელოვან ცოდნასთან ერთად (ჰიგიენა, ჯანმრთელობა და ა.შ), მოზარდს სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმაციას აძლევს და შესაბამისად, მისგან თავდაცვასაც ასწავლის.  

თუმცა, როცა საკითხი სკოლამდელ და დაწყებითი კლასების მოსწავლეს ეხება, მშობელთა დიდი ნაწილი ამ თემაზე საუბარს უფრთხის. როგორ მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია სწორად? - ამ თემაზე Etaloni.ge-ს ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი ესაუბრა.

- როგორ ავუხსნათ ბავშვს, რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება? 

- სანამ ბავშვთან სექსუალურ შევიწროებაზე საუბარს დავიწყებთ, მას გარკვეული დოზით სექსუალური განათლება უნდა ჰქონდეს. კითხვას თუ დავუსვამთ ქართველ მშობლებს, აქვთ თუ არა ბავშვებთან სექსუალური განათლების შესახებ საუბრები, პასუხი უმეტესად უარყოფითი იქნება. როგორც წესი, ბავშვები მსგავსი თემებით 3 წლის ასაკიდან ინტერესდებიან. სწორედ ამ ასაკიდან მათ ამ მხრივ ინფორმაცია სასურველია ნელ-ნელა მივაწოდოთ. არსებობენ ოჯახები, რომლებიც ამ საკითხზე საერთოდ არ საუბრობენ, ან პირიქით, შესაძლოა შევხვდეთ ოჯახს, რომელიც ბავშვს ყველაფერს დაწვრილებით უყვება. ესაა ორი უკიდურესობა, რომელიც მოზარდზე ცუდად მოქმედებს. 
ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რა ფიზიოლოგიური განსხვავებაა ქალებსა და კაცებს შორის. კონკრეტულად სექსუალური ცხოვრების შესახებ კი ინფორმაცია ფრთხილად უნდა მივაწოდოთ. საერთოდ არაა აუცილებელი მშობელი შვილს ყველა დეტალის შესახებ ესაუბროს. შესაბამისად, თუ ბავშვს საკუთარი თავის შესახებ საბაზისო ცოდნა ექნება, ეს მას პიროვნებისა და ცოცხალი, სექსუალური არსების უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარება; ეცოდინება საკუთარი პირადი ზონა, საზღვრები და როდესაც სექსუალური შევიწროების ნიშნებს იგრძნობს, თავის დაცვაზე აუცილებლად იზრუნებს. 

- თავდაცვის შესახებ კონკრეტულად რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ? 

- თავდაცვის ინსტინქტი ყველა ადამიანს დაბადებიდან აქვს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ უცხო ადამიანებს არანაირ თემაზე არ უნდა ესაუბრონ. მით უმეტეს, ისეთ შეკითხვებს არ უპასუხონ, რომლითაც ადამიანის სექსუალიზება ხდება. თუ ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, ზოგადად, საკუთარი თავის პატივისცემას და თუ ჩვენ თავად პატივს ვცემთ მათ პიროვნებებს, ისინი კარგად მოახერხებენ თავის დაცვას. მაგალითად, ბავშვებს ხშირად არ მოსწონთ, როდესაც მათ ბევრს ეფერებიან. მაგრამ რადგან მშობელს მოსწონს, მის პროტესტს არ ითვალისწინებს. ესაა ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ბავშვის საზღვრებს არღვევენ და შემდეგ მას საკუთარი თავის დაცვა უჭირს. როცა მოზარდის სიგნალს და პროტესტს ახლობელი და მშობელი არ ითვალისწინებს და ეს დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, ბავშვები ამას ეჩვევიან, მიუხედავად იმისა, რომ არ მოსწონთ. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვები გარემოსთან შეწინააღმდეგებას მათი დახმარებით სწავლობენ. ამიტომ, არ დათრგუნოთ მათი იპულსები.

- ბავშვების ნაწილს მშობლებთან გულწრფელი ურთიერთობა უჭირს. როგორ მოვიპოვოთ მოზარდის ნდობა, რომ მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაგვიმალოს? 

- ამისთვის, მასთან ურთიერთობის დროს თავად მშობელი უნდა იყოს გულწრფელი. ის შვილს, როგორც თანასწორს, ისე უნდა მოექცეს. პატივს უნდა სცემდეს მას, ასაკის მიუხედავად. ბავშვები მშობლებისაგან ემოციურ მხარდაჭერას უნდა გრძნობდნენ.

- და ბოლოს, კონკრეტული რჩევები მოგვეცით: როგორ ვასწავლოთ ბავშვს, რომ მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცხო პირისმხრიდან მის მიმართ შეიძლება განხორციელდეს სექსუალური შევიწროება... 

- ზოგადად, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ უცხო ადამიანთან ურთიერთობაში არ შევიდეს და შესაბამისად, არანაირი წამახალისებელი საჩუქარი არ მიიღოს. ადრეულ სკოლამდელ ასაკში არა, მაგრამ, როდესაც დაწყებითი სასკოლო ასაკის ბავშვი (5-6 წლიდან)  უფრო მეტად დამოუკიდებელი ხდება და უფროსის გარეშე თუნდაც გადაადგილებას იწყებს, ინფორმირებული უნდა იყოს მსგავსი სიტუაციების შესახებ. მშობლებს შეუძლიათ სხვადასხვა წიგნის დახმარებით ინფორმაცია მიიღონ და ბავშვს გადასცენ. ასევე, არსებობს ასაკობრივი ლიტერატურა, რომელიც შეიძლება ბავშვმა წაიკითხოს და შემდეგ ის მშობელთან ერთად გაარჩიოს.  გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი არ უნდა შეშინდეს,  ამიტომ თითოეული სიტყვა კარგად უნდა შეირჩეს  და მშობელს გაცნობიერებული ჰქონდეს, რას და რატომ ამბობს.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ცხადია, დედამიწის დღეც გარემოსდაცვითი აქტივობებით აღინიშნა სკოლაში
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
სიახლეები
საზოგადოება