მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დღეიდან რიგგარეშე მობილობისთვის სტუდენტებს შეუძლიათ იმ უმაღლეს სასწავლებლებს მიმართონ, რომლებმაც ვაკანტური ადგილები გამოაცხადეს.
რიგგარეშე მობილობაში მონაწილე პირებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის მობილობით მიმართვა და პირადი საქმის ასლების წარდგენა17 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
რიგგარეშე მობილობით სტუდენტებს იმ 17 უმაღლეს სასწავლებელში შეუძლიათ გადასვლა, რომლებმაც ვაკანტური ადგილები გამოაცხადეს.
Etaloni.ge გთავაზობთ იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალს, რომლებშიც სტუდენტებს რიგგარეშე მობილობით სარგებლობა შეუძლიათ.
1. შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი"
2. შპს - უმაღლესი სასწავლებელი "ჯორჯია"
3. შპს - ახალი უმაღლესი სასწავლებელი
4. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი
5. შპს საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი უნიჯეო
6. შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებელი
7. შპს - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
8. შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
9. შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი
10. შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
11. შპს - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
12. შპს უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია
13. შპს - კავკასიის უნივერსიტეტი
14. სსიპ - სამცხე - ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
16. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
17. შპს - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
Etaloni.ge შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის ეროვნულმა ცენტრმა რიგგარაშე მობილობა გამოაცხადა: შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის, შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA სტუდენტებისთვის.
აგრეთვე, იმ პირების რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირების მიზნით, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და რომლებიც სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის შესაბამისად, ჩარიცხვის მიზნით, ვერ მიმართავენ შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ
„თუ სკოლაში ტოლერანტობა და ემპათიაა - სწავლაც ადვილია“ - გარდაბნის №6 საჯარო სკოლის მასწავლებელი ლალი ნათიძე
„მომავლის სკოლა უნდა იყოს პროფესიონალი მასწავლებლებით დაკომპლექტებული“ - გარდაბნის N6 საჯარო სკოლის დირექტორი გულჩოხრა გუსეინოვა
ის განსაკუთრებით ცნობილია განათლების შესახებ თავისი მოსაზრებებითა და თავისი რადიკალური მიდგომით დისციპლინის, ტრადიციული სწავლისა და აკადემიური სტანდარტების მიმართ
ისინი, ერთი შეხედვით, ნორმისგან განსხვავდება, თუმცა ყოველთვის გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი კულტურა და ისტორია აქვს