მთავარი | სკოლები | სიახლეები | საინტერესო | რჩევები | ინტერვიუ | ეტალონი | სამასწავლებლო | იაზროვნე | იხილეთ მეტი |
სკოლის პერიოდი ბევრ მოგონებებთან ასოცირდება. მოზარდებს ხშირად თავის დამკვიდრებისთვის სირთულის გადალახვა უწევთ. წარმოგიდგენთ წარმატებული ცნობილი ადამიანების მოგონებებს სკოლაზე, რომლებისთვისაც სირთულეებს ხელი არ შეუშლია, წარმატებისთვის მიეღწიათ.
ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი სკოლის პერიოდს კარგად იხსენებს. ის დიდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანატოლებსა და მასწავლებლებში. მან სკოლის დამთავრებისას პრემიაც კი მიიღო „ყველაზე სიმპათიურის“ ნომინაციაში.
ბრედ პიტის ყოფილი მეუღლისთვის, მსახიობ ანჯელინა ჯოლისთვის კი სკოლა ცუდ მოგონებებს უკავშირდება, რადგან მისი თქმით, მას არ უყვარდა გაკვეთილებზე სიარული და არც ლიდერობით გამოირჩეოდა კლასში. ის სკოლაში ფსიქოლოგთა კონსულტაციებსაც კი გადიოდა.
მსახიობი ტომ კრუზი თანატოლების აგრესიის მსხვერპლი იყო. მას დაახლოებით 15 სკოლა აქვს შეცვლილი. თანატოლებთან ხშირად ჩხუბობდა.
მსახიობი ჯონი დეპი ამბობს, რომ ცელქი ბავშვი იყო. მსახიობის თქმით, მან მოწევა 12 წლისამ დაიწყო. ყოფაქცევის გამო, ის სკოლიდანაც კი გარიცხეს.
ცნობილ დიზაინერს ვიქტორია ბექჰემს სკოლაში დასცინოდნენ და მასთან მეგობრობის სურვილიც არავის ჰქონდა. მისთვის სკოლის პერიოდი „ჯოჯოხეთთან“ ასოცირდება.
მსახიობი მეგანი ფოქსიც ძალიან ბევრ დამცირებას იტანდა სკოლაში. როგორც მეგან ფოქსი იხსენებს, თანაკლასელებს მისი შურდათ. მსახიობი ამბობს, რომ ის ბიჭებთან უფრო კარგად მეგობრობდა, ვიდრე გოგონებთან.
ახალგაზრდა პოეტებს სიგელები, ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ
მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებისთვის 2019 წლის გამოცდისთვის პროგრამა
ნებისმიერ მართლმადიდებელ მოსწავლესა და მასწავლებელს შეუძლიათ წარმოთქვან სპეციალური ლოცვები
დღეს „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებული