სიახლეები


რომელ საგანს დაამატებდნენ ან ამოიღებდნენ დირექტორები სკოლის პროგრამიდან
09-08-2018
-
+


სასკოლო პროგრამაში გარკვეული საგნების ამოღება ან დამატება მუდმივად ხდება.  

Etaloni.ge დაინტერესდა რა საგნების დამატებას ან ამოღებას ისურვებდნენ სკოლის დირექტორები სასწავლო პროგრამიდან.

ზუბის საჯარო სკოლის დირექტორი მურთაზ ლარცულიანი:

„სახელობო განათლების დამატებას ვისურვებდი. ამოღებით, არცერთს არ ამოვიღებდი, ვფიქრობ, რაც სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული ყველა საგანი აუცილებელია. უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევდი საბუნებისმეტყველო საგნებს, ჩემი აზრით, საბუნებისმეტყველო საგნების განვითარება ქვეყანას უფრო განავითარებს“. 

ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ გოლეთიანი:

„კარგი იქნება რელიგიისა და კულტურის საგნის დამატება. ეს არის ჩემი არჩევანი და პედაგოგების აზრი, არცერთ საგანს არ ამოვიღებდი, ყველა სტრატეგიული საგნებია. ვფიქრობ, გაძლიერებულად უნდა ისწავლებოდეს სახელმწიფო ენა“.

ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა:

„საზოგადოებრივი მეცნიერებები უნდა ისწავლებოდეს, საზოგადოებათმცოდნეობა, როგორც ადრე ისწავლებოდა, ასევე ფილოსოფიის საკითხები. უნდა ისწავლებოდეს ასევე რელიგიების ისტორია, ადრე ისწავლებოდა ისტორიათმცოდნეობა, რომელიც ასევე აღარ ისწავლება. რელიგიების ისტორია შესაძლოა, ისწავლებოდეს მითოლოგიასთან ერთად. ამოღებას რაც შეეხება, არცერთს არ ამოვიღებდი. ის საგნები, რაც ისწავლება ყველა საჭიროა, რა თქმა უნდა, სპორტის ჩათვლით. ვფიქრობ,  თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე ფიზიკა-მათემატიკა უნდა ისწავლებოდეს გაძლიერებულად“.

ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ჩაჩხიანი:

„ვფიქრობ ეთიკა უნდა ისწავლებოდეს, ეთიკური ნორმები. პრიგრამიდან არცერთ საგანს არ ამოვიღებდი. ჩემი აზრით, ყველა აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ყველა საგანს თავისი დანიშნულება და მიზანი აქვს და ბავშვების ინტერესები და შესაძლებლობებია გათვალისწინებული“. 

ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბურჯალიანი:

„დიდი სურვილი მაქვს, რელიგიის სწავლება დაემატოს, ბავშვებისთვის ნამდვილად აუცილებელია. ვფიქრობ, ქართული უფრო ღრმად უნდა ისწავლებოდეს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია სამოქალაქო განათლება, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კარგად ისწავლება, დიდი ყურადღება ექცევა და მივესალმები“. 

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა გოგოლაძე:

„ჩვენი საბაზო საფეხურია და ვასწავლით იმას, რაც მართლა აუცილებელია ამ საფეხურის მოსწავლეებისთვის. კარგი იქნებოდა ლოგიკა ისწავლებოდეს, რადგან მოსწავლეები ზოგად უნარებს აბარებენ და ეს უნარი მანამდე უნდა ჩამოუყალიბდეთ. ლოგიკური მსჯელობის უნარი ზოგად უნარებშიც არის და ამიტომ ლოგიკის სწავლება მიზანშეწონილი იქნებოდა. სასწავლო გეგმით, მათემატიკა მხოლოდ მეხუთეშია დამატებული ერთი სააათი და ვისურვებდი, რომ ხუთ-ხუთი საათი იყოს ყველა კლასში, მეექვსედან ზევით. ხუთი საათი მათემატიკას ნამდვილად სჭირდება“.

სვერის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ცუცქირიძე:

„სიამოვნებით დავამატებდი ლოგიკას. ვთვლი, რომ არსებული საგნებიდან ყველა უნდა ისწავლებოდეს, ვფიქრობ ქართულ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საქართველოს ისტორიასა და ქართულ ლიტერატურაზე“.

წალკის, განთიადის საჯარო სკოლის დირექტორი კაკო ანთაძე:

„ვისურვებდი, რელიგიების ისტორია ისწავლებოდეს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, პროგრამიდან არაფერს ამოვიღებდი, საბუნებისმეტყველო საგნებზე თუ გამახვილდება მეტი ყურადღება კარგი იქნება“.

წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ბერიანიძე:

„დავამატებდი ესთეტიკას. ყველა საგანს, რაც ისწავლება თავისი ადგილი და მნიშვნელობა აქვს, ვისურვებდი, ბავშვის სულიერებაზე მეტი აქცენტი გაკეთდეს. შეიძლება ფორმულები კარგად იცოდნენ, მაგრამ თითქოს მოქალაქეობის გრძნობა და  შინაგანი სამყარო გვერდით გვრჩება“.

ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო წიფიანი:

„დავამატებდი საგანს, რომელიც მეტყველების უნარს გამოუმუშავებდა ბავშვებს. ასევე ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, აუცილებლად ცეკვის მასწავლებელს შევიყვანდი სკოლაში. ჩემი აზრით, გაძლიერებულად უნდა ისწავლებოდეს ქართულის გრამატიკა“.

ბეშთაშენის საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ შავაძე:

„მედიცინას დავამატებდი, ყურადღება უნდა გამახვილდეს ტექნიკურ საგნებზე, ფიზიკა-მათემატიკაზე. პროგრამიდან არცერთ საგანს არ ამოვიღებდი“.

ხამისქურის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ლომაია:

„რელიგიას დავამატებდი, თუ საათობრივი ბადე მოგვცემდა საშუალებას. ზედმეტად არ ვთვლი არც ერთ საგანს. ვფიქრობ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე უნდა გამახვილდეს მეტი ყურადღება, იმდენად რამდენადაც გამოცდებზე შედეგები შედარებით დაბალია. შეიძლება საათების დამატება ან განსხვავებული მიდგომა. ასევე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო განათლებაში შეიძლებოდა საათების დამატება. დღეს, მხოლოდ მე-9 - მე-10 კლასებში ისწავლება, ვისურვებდი მე-11 კლასშიც გაგვეგრძელებინა“.


კომენტარები


სკოლები
„ჩვენო ყოჩაღო მოსწავლეებო, გისურვებთ წარმატებას!“-აღნიშნულია განცხადებაში.
დაჯილდოება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა 
კლუბის მიზანია საბუნებისმეტყველო საგნებით მოსწავლეთა დაინტერესება
სიახლეები
მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში პედაგოგის სტატუსის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობა გარე დაკვირვების გავლაა
2017-2018 სასწავლო წელს საქართველოში სასწავლებლად 10 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი ჩამოვიდა
სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისისა და კახეთის მხარის ყველა მუნიციპალიტეტში
საინტერესო
საბავშვო ბაღი „მზესუმზირა“ ფერად და ლაღ გარემოში თქვენი შვილების მრავალმხრივ 
საბავშვო ბაღ ანბანელას „ერუდიტებში“ თქვენი შვილები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებით 
ამერიკელმა თვითნასწავლმა მხატვარმა, სემ ტარასმა The History Channel-სთვის ფოტოების კოლექცია შექმნა 
მეხიკოში ტომას დამბოსმა ასობით მოხალისესთან ერთად 500 კვ. მეტრზე პლასტმასის 
ეს ბიბლიოთეკა არაერთხელ ფიგურირებდა სხვადასხვა ფილმებში
ეტალონი

2018-2018 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ყვარლის ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტური ამჯერად საგარეჯოს 
საზოგადოება