სიახლეები
რჩევები

როგორ ამოვიცნოთ რა მწერმა უკბინა ბავშვს და როგორ ვუმკურნალოთ შესაბამისად
09-08-2018
-
+


ბავშვის ორგანიზმს მწერების ნაკბენზე შესაძლოა, როგორც მსუბუქი, ისე ძლიერი რეაქცია ჰქონდეს.

მსუბუქი რეაქციის შემთხვევაში, ნაკბენის სიმპტომებთან გამკლავება ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით შესაძლებელია. საუკეთსო ვარიანტია, თუ თავდაპირველად მწერის სახეობას გავიგებთ და მკურნალობის მეთოდს შემდეგ შევარჩევთ. თუ გგონიათ, რომ ბავშვს მწერის შხამზე მწვავე რეაქცია აქვს, მაგრამ დარწმუნებული არ ხართ, ქვემოთ მოცემულ სიმპტომებს გაეცანით, ხოლო თუ ასეთი სიმპტომებს ნამდვილად აქვს ადგილი, სასწრაფოდ სამედიცინო დახმარებას მიმართეთ.

მეთოდი 1. მწერების ნაკბენების რეაქციის შესამსუბუქებლად ხელმისაწვდომი საშუალებები გამოიყენეთ.

გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევებში მკურნალობა, სიმპტომატურია.

სიმპტომატური მკურნალობა ხშირ შემთხვევაში ნაკბენის მობანვასა და მისი დამამშვიდებელი საშუალებით დამუშავებაში მდგომარეობს.

იმის მიუხედავად, თუ რომელმა მწერმა უკბინა ბავშვს, ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენმა შვილმა ნაკბენის ადგილი არ დაიკაწროს. შეეცადეთ, ბავშვს დაზიანებული ადგილის მოფხანის საშუალება არ მისცეთ, რადგან ამით არა მხოლოდ ქავილი გაძლიერდება, არამედ ინფექციის მოხვედრის წინაპირობაც შეიქმნება.

ხელებისა და ფეხების დაკაწვრა, ბავშვისთვის გრძელსახელოებიანი ტანსაცმლის ჩაცმით აღკვეთეთ. თუ ნაკბენი ტერფზეა მაშინ მას წინდა ჩააცვით.

ნაკბენი ადგილი კორტიკოსტეროიდული კრემით დაამუშავეთ. ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდული კრემები და მალამოები ქავილსა და ანთებას ხსნის. ბავშვს მცირე რაოდენობის კრემი ნაკბენის ადგილზე დღე-ღამეში ერთი-სამჯერ წაუსვით.


გამოიყენეთ თუთიის მალამო.  თუთიის მალამო, პირველ რიგში, გამოიყენება მწერის ნაკბენით გამოწვეული ტკივილისა და ქავილის შესამსუბუქებლად და უმნიშვნელო გაღიზიანების მოსახსნელად. მალამო დღეში ერთი-სამჯერ წაუსვით და ბამბის ფირფიტა გამოიყენეთ, რომ მალამოს კანში შეწოვის საშუალება მიეცეს.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თუთიის მალამო თვალებსა და ცხვირში არ მოხვდეს.

ნაკბენ ადგილზე ყინულის პაკეტი დაადეთ. მწერის ნაკბენით გამოწვეულ ქავილს ბავშვს ცივი კომპრესის ან პირსახოცში გახვეული ყინულის დახმარებით მოუხსნით. არავითარ შემთხვევაში არ დაადოთ ყინული პირდაპირ კანზე, რადგან ყინულს შეუძლია ბავშვის მგრძნობიარე კანზე დამწვრობა გამოიწვიოს.

ცივი კომპრესი დაზიანებულ ადგილას 15-20 წუთი გააჩერეთ. 


შეაფასეთ რამდენად მიზანშეწონილია ანტიჰისტამური პრეპარატების გამოყენება. შესაძლოა, პერორალური ანტიჰისტამური საშუალებების გამოყენება მოგიწიოთ, ისეთის როგორიც მაგალითად, დიმედროლია. ასეთი პრეპარატების გამოყენება რეკომენდირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის ორგანიზმს ნაკბენზე ძლიერი ალერგიული რეაქცია აქვს. სანამ ბავშვს ნებისმიერ ანტიჰისტამურ პრეპარატს მისცემთ, პედიატრს შეუთანხმეთ.


როგორ უნდა ამოიცნოთ მსუბუქი რეაქცია ნაკბენზე - მწერების ნაკბენებს ყველაზე ხშირად თან ახლავს მსუბუქი რეაქციები. ყველაზე გავრცელებული შემდეგი რეაქციებია:

ა) ქავილი. ყველაზე ხშირად მწერების ნაკბენი ქავილით გამოიხატება - ამ გზით ორგანიზმი ცდილობს მწერის დატოვებულ შხამთან ბრძოლას. ადამიანის ორგანიზმი ჰისტამინს გამოიმუშავებს, რომელსაც ნაკბენის ადგილზე ქავილის შეგრძნების გაძლიერება შეუძლია.

ბ) შეშუპება. შეშუპება ნაკბენის ადგილზე ჩნდება. შეშუპებაც ასევე ჰისტამინის შედეგია, რომლსაც ორგანიზმი შხამთან საბრძოლველად გამოიმუშავებს.

გ) გაწითლება. თქვენი ბავშვის ორგანიზმი ნაკბენ ადგილზე სისხლს გადასტყორცნის, რაც დაზიანებულ ზონას წითელ ფერს აძლევს.

მეთოდი 2. როგორ ამოვიცნოთ, რომელმა მწერა უკბინა ბავშვს?

კოღოს ნაკბენი. კოღოს ნაკბენის კვალი, როგორც წესი, კანზე 2-დან 15 დღემდე რჩება. ყველაზე ხშირად კოღოს ნაკბენის ნიშნებია  - წითელი ამობურცული ადგილი, ქავილი და ტკივილი. 


რწყილის ნაკბენი. რწყილები ხშირ შემთხვევაში შინაურ ცხოველებს ჰყავთ. თუ თქვენი შვილი რწყილებმა დაკბინეს, მაშინ ბავშვის კანზე რამდენიმე წითელ ნაკბენს შეამჩნევთ (ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთის გვერდით გვხვდება) რწყილის ნაკბენები ძალიან ძლიერ ქავილს იწვევს.


გაიგეთ, როგორ გამოიყურება ფუტკრისა და კრაზანის ნაკბენი. ფუტკრის ნაკბენის შემდეგ, ხორთუმი კანში რჩება. კრაზანის შემთხვევაში კი, შეიძლება მწერმა ადამიანს რამდენიმეჯერ უკბინოს, მაგრამ ხორთუმს არ კარგავს. როგორც ფუტკრის, ისე კრაზანის ნაკბენი ძალიან მტკივნეულია. 

დაზიანებული ნაწილი სივდება და წითლდება. თანდათანობით კი ნაკბენის ადგილი თეთრდება.

თუ თქვენ შვილს ფუტკრის ნაკბენზე ალერგია აქვს მაშინვე ექიმს მიმართეთ. ალერგიული რეაქციის ნიშნებია - გამონაყარი, სუნთქვის გაძნელება, თაბრუსხვევა, გულისრევა, ცნობიერების დაკარგვა, ენისა და ყელის შესიება და სუსტი პულსი.

დააკვირდით ბუშტუკებს, რომელსაც კანზე ცეცხლოვანი ჭიანჭველები ტოვებენ. ცეცხლოვანი ჭიანჭველის ნაკბენის შემდეგ ადამიანს კანი უწითლდება, უშუპდება და ბუშტუკები უჩნდება. მისი ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თავბრუსხვევა და პირღებინება. ჭიანჭველების ეს სახეობა განსაკუთრებით საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ალერგიისადმი არიან მიდრეკილნი.


დაფიქრდით, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ თქვენს ბავშვს საწოლის ბაღლინჯომ უკბინა.

საწოლის ბაღლინჯო მცირე ზომის პარაზიტული მწერია, რომელსაც ყველაზე ხშირად თეთრეულში შეხვდებით. ის ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან დაავადების გადამტანი არ არის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი ნაკბენი ნაკლებსასიამოვნოა, რადგან ძლიერი ქავილის გამოწვევა შეუძლია.


მეთოდი 3. ნაკბენის მკურნალობა მწერის ტიპის მიხედვით

კოღოს ნაკბენების მკურნალობა - კოღოს ნაკბენით გამოწვეულ ქავილისა და შეშუპებას თუთიის მაზით მოხსნით. ბავშვს მდგომარეობას შეუმსუბუქებთ თუ ნაკბენზე ცივ კომპრესს დაადებთ.

თუ იმყოფებით ადგილზე სადაც, დენგეს ცხელების გადამტანი კოღოები ბინადრობენ, ბავშვს 7-15 დღის განმავლობაში დააკვირდით. თუ ამ პერიოდში სიცხე მისცა, სასწრაფოდ ექიმს მიმართეთ, რადგან არსებობს შესაძლებლობა, რომ თქვენი შვილის ორგანიზმში ვირუსი მოხვდა.


თუ თქვენს შვილს ფუტკარმა ან კრაზანამ უკბინა, დაზიანებულ ადგილზე ცივი დაადეთ. თუ ნაკბენს ალერგიული რეაქცია არ მოჰყვა. სიფრთხილით ამოიღეთ ხორთუმი და ნაკბენი ადგილი წყლითა და საპნით მობანეთ. შემდეგ ცივი დაადეთ. თუ ბავშვს ძალიან ტკივა ან ექავება, ანტიჰისტამური პრეპარატი მიეცით (ქავილის შემთხვევაში) ან იბუპროფენი (ტკივილის შემთხვევაში). მამანდე სანამ ბავშვს წამალს მისცემთ, ექიმთან კონსულტაცია გაიარეთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ ალერგიული რეაქცია აქვს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. 


რწყილების ნაკბენების დროს საცხი გამოიყენეთ. რწყილის ნაკბენი შეიძლება საკმაოდ მტკივნეული იყოს. ტკვილისა და ქავილის მოსახსნელად კორტიკოსტეროიდული კრემები ან თუთიის მალამო წაისვით. 


ნახეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს ცეცხლოვანი ჭიანჭვალები დაკბენენ. 

პირველ რიგში დარწმუნდით რომ ნაკბენები მრავალრიცხოვანი არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში ექიმთან წასვლა მოგიწევთ. თუ ბავშვს ერთი ნაკბენი აქვს საშიში არაფერია - უბრალოდ ცივი დაადეთ. შეგიძლიათ ასევე ნაკბენი კორტიკოსტეროიდული კრემით ან ანტიჰისტამინური კრემით დაამუშაოთ. 

თუ თქვენი შვილი ძლიერ ტკივილს განიცდის იბუპროფენი მიეცით.

თუ ბავშვს ბაღლინჯომ უკბინა, ნაკბენი საპნითა და წყლით მობანეთ. შემდეგ დაზიანებულ ნაწილზე თუთიის მაზი ან გარეგანი ანტიჰისტამური საშუალებები წაუსვით, რაც ქავილს მოუხსნის. 


როგორ ამოვიცნოთ მწვავე რეაქციის სიმპრომები?

მიაქციეთ ყურადღება ბავშვის სუნთქვას. ნაკბენზე მწვავე რეაქციის შემთხვევაში, ბავშვის სასუნთქი გზები შესაძლოა შევიწროვდეს, რამაც შესაძლოა გაგუდვა გამოიწვიოს.


ჰკითხეთ ბავშვს, უჭირს თუ არა გადაყლაპვა. სასუნთქი გზების შევიწროვების გარდა შესაძლოა, დაიწყოს ყელის ანთება.


ბავშვს სიცხე გაუსინჯეთ. მას შემდეგ რაც ორგანიზმი მიხვდება, რომ მასში შხამი მოხვდა, იგი მაშინვე იმუნურ სისტემას აამოქმეებს. მაღალი ტემპერატურა ნიშანია იმისა, რომ ორგანიზმმა პათოგენებთან ბრძოლა დაიწყო.

მაღალ ტემპერატურად 36,5 გრადუსზე მეტი ითვლება. 


თუ დადგინდა, რომ თქვენს ბავშვს აქვს დაბალი არტერიული წნევა, ექიმს აჩვენეთ.

ჰიპოტონია იწყება მაშინ, როდესაც შხამი გულსისხლძარღვთა სისტემას აღწევს და კორონალური არტერიის სპაზმს იწვევს.

სისხლის წნევის მკვეთრმა ვარდნამ შესაძლოა, შოკი გამოიწვიოს.


მწერის ნაკბენზე მწვავე რეაქციის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე სასწრაფო გამოიძახეთ. ანაფილაქსიური შოკი და სხვა სიმპტომები შესაძლოა, გაჩნდეს ნაკბენიდან 5-30 წუთის შემდეგ.


კომენტარები


ეტალონი
„ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა“
საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები კონკურსის ემოციების შესახებ საუბრობენ
სიახლეები
მანდატურებმა ტრენერთა ტრენინგი გაიარეს - დეტალები
„ინგლისურენოვანი შეტყობინება მივიღეთ , რომ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერება იყო“ -სკოლის დამფუძნებელი etaloni.ge-სთან დეტალებზე საუბრობს
განათლებაში ყველაზე დაბალი ხელფასებია - საქსტატი 4 მაღალანაზღაურებად დარგს ასახელებს
პიროვნება
„მასწავლებლებს იმ ტრენინგებში, რაც მათ საჭიროებებზე არაა მორგებული, დროს არ დავაკარგვინებდი“
„დღეს რომ ასეთი წარმატებული ვარ, დირექტორისა და არაჩვეულებრივი პედაგოგიური გუნდის დამსახურებაა“
ღვთის წყალობით,  მეუფე მექლისედეკის ლოცვა კურთხევითა და ჩვენი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომით კვლავაც გავაგრძელებთ ერისა და ეკლესიის სასიქაუდლო და საამაყო მამულიშვილების აღზრდას
სკოლები
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად წარადგინეს დებატები თემაზე: „აბესალომ და ეთერი ღმერთმა შეჰყარა ერთფერი“...
მოსწავლეებმა სტუმრისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს
მოსწავლეებს თან ახლდნენ კლასის დამრიგებელი და საქართველოს ისტორიის პედაგოგი იოსებ აფაქიძე
მოსწავლეებმა სიყვარულით, სითბოთი და ემოციით სავსე დღე მიუძღვნეს ქალბატონებსა და საყვარელ დედიკოებს
საინტერესო
ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, კვლევებიდან და მოსწავლეებისა თუ სტუდენტების შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება
ინგლისში, თანხის დაზოგვის მიზნით, სკოლებმა, შესაძლოა, მასწავლებლები შეამცირონ - რამ გამოიწვია კრიზისი?
„ეს არის პედაგოგების ძარცვა - მთავრობა სკოლებში უფასო შრომას ეყრდნობა“
სიახლეები
საზოგადოება