სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„კონცერტებს ვაწყობდით და მეზობლებს ვპატიჟებდით“ - სკოლის დირექტორები საყვარელ თამაშებს იხსენებენ - ნაწილი 2
06-08-2018
-
+


გიფიქრიათ თქვენი სკოლის დირექტორის ბავშვობაზე, რომელი თამაში უყვარდა და რითი ერთობოდა?

Etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა იყო დირექტორების საყვარელი გასართობი. სკოლის წარმატებული მენეჯერები ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებენ:

დაბლაციხის საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა გიორგაძე:


„ბავშვობის საყვარელი თამაში კლასობანა და მასწავლებლობანა იყო. როდესაც სკოლაში დავიწყე სიარული, უკვე კონკრეტული, ჩემთვის საყვარელი პედაგოგის ტიპაჟს ვასახიერებდი და მეგობრებთან ერთად გაკვეთილებს ვატარებდი.“

თისელის საჯარო სკოლის დირექტორი დიანა კახელი:

„წრეში ბურთი, კლასობანა, ორდროშობანა - ჩემი დროის გამორჩეული თამაშები იყო. ჟრიამულით სავსე ბავშვობა გვქონდა, ბედნიერები და ლაღები ვიყავით. დღევანდელი ახალგაზრდობა ჩვენგან განსხვავებულად ერთობა, დროის სვლამ ახალი, კომპიუტერული თამაშები მოიტანა.“

ჭიორის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა რეხვიაშვილი:

„ჩვენ უფრო მეტად ვერთობოდით, ვიდრე დღევანდელი ბავშვები. ვთამაშობდით მასწავლებლობანას, რეზინობანას, დაჭერობანასა და კლასობანას, დავდიოდით პიკნიკებზე. ერთხელ დახუჭობანას თამაშისას ბავშვები ისე დაიმალნენ, რომ ვერ ვიპოვეთ და სახლებში წავედით, იმათ კი კიდევ კარგახანი გაატარეს სამალავში.“

ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქიმერიძე:

„როგორც ყველა ბავშვს, თამაში მიყვარდა, გამორჩეულად კი - რეზინობანა და ფეხბურთი. გოგონებს ჩვენი გუნდიც კი გვქონდა და ხშირად ვეჯიბრებოდით ბიჭებს. დღეს გართობის გზები შეიცვალა, ახალგაზრდები კომპიუტერთან მეტ დროს ატარებენ, ვიდრე-ერთმანეთთან ურთიერთობაში.“

ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი მურადი ჩანქსელიანი:

„პატარაობიდან მიყვარდა ბურთი, ფეხბურთელი ვიყავი, ნაკრების წევრი. სტუდენტობის დროს საფაკულტეტო შეჯიბრებებზე გავდიოდით. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ კარგად გახურება და ფორმაში მოსვლა ვერ მოვასწარით და სპორტსკოლის ბავშვებმა მოგვიგეს თამაში.“

მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მამუკაშვილი:

„ბავშვობაში ფიზიკურ აქტივობებზე მეტად გონებრივი სავარჯიშოებით ვერთობოდი. მიყვარდა კროსვორდების შევსება და ქალაქობანა. ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო, როდესაც საკუთარი ცოდნით გარკვეული თავსატეხების ამოხსნა შემეძლო .“

თივის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხატიაშვილი:

„ვთამაშობდით ლახტს, დამალობანასა და ფეხბურთს, ასევე გვქონდა გასართობი კირკიტაობა, რომელიც კაკლით თამაშს გულისხმობდა და კორაობა, როდესაც შუაში კოლოფი იდო, ირგვლივ ორმოები ჰქონდა, რომელიც მოთამაშეების სახლი იყო და ეს ყუთი ჯოხებით უნდა გადაგვეთამაშებინა.“

ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამი ბოლაშვილი:

„მთელი ბავშვობა ბიბლიოთეკაში, წიგნების კითხვაში გავატარე. იშვიათად ვთამაშობდი, ალბათ, უფრო დამალობანასა და კლასობანას. სიახლეების გაცნობა და ახალ თავგადასავლებში მოგზაურობა მართობდა ყველაფერზე მეტად. “

ქვენობნის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ცინცაძე:

„ბავშვობაში განსაკუთრებულად კლასობანასა და ფრემბურთის თამაში მიყვარდა. კლასელები ვიკრიბებოდით და ერთად ვერთობოდით ხოლმე. ბედნიერად მახსენდება ის წლები და გული მწყდება, რომ დღეს ჩვენმა პატარებმა ეს თამაშები დაივიწყეს.“

იანეულის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი წულაია:

„თოჯინები მიყვარდა, აკვანი მქონდა და დედაშვილობანას ვთამაშობდი. ხშირად ვკითხულობდი წიგნებს, ვხატავდი და ჩანაწერებს ვაკეთებდი. ოჯახს სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ვეხმარებოდი და მარტოხელა მოხუც მეზობელს მოვინახულებდი ხოლმე საღამოობით. ზაფხულში, როდესაც თბილისიდან ბავშვები ჩამოვიდოდნენ, კარვებს ვაწყობდით და კონცერტებზე მეზობლებს ვეპატიჟებოდით.“

ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია კოშმატაშვილი:

„თამაში მიყვარდა, გამორჩეულად წრეში ბურთი და შვიდქვაობანა მახსენდება, ვიღებდით 7 კენჭს და გარკვეული პრინციპით მისი დალაგება უნდა მოგვესწრო. სხალისო იყო, რა კარგი დრო გამახსენეთ. ყველა ბავშვს თამაშითა და ჟრიამულით სავსე ცხოვრება უნდა ჰქონდეს.“

ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იარაჯული:

„მე იმ დროის ბავშვი ვარ სალაობას რომ ვთამაშობდი - ნაცრით ვხაზავდით უჯრებს და მათ შორის ქვა უნდა ჩაგვეგდო, შემდეგ ხტუნვა-ხტუნვით გავსულიყავით ფონს. წრეში ბურთიც მიყვარდა, ძაფის გორგალით რომ ვთამაშობდით ბურთის მაგივრად.“

ტოლოშის საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ივანიძე:

„ბავშვობა ყოველთვის ტკბილი მოსაგონია. მიყვარდა ორდროშობანას, ლახტისა და დამალობანას თამაში. დღეს ახალგაზრდები უფრო კომპიუტერული თამაშებით ერთობიან, არადა ამ რესურსის გამოყენება ბევრად სასარგებლო მიზნებისთვის შეიძლება.“  

ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი:

„ძალიან პატარა ასაკში დამალობანასა და დაჭერობანას ვთამაშობდი, როგორც ჩემი ყველა მეგობარი. რომ წამოვიზარდე, ჭიდაობით დავინტერესდი და აქტიურად დავიწყე ამ მიმართულებით ვარჯიში. ფიზიკური ჯანმრთელობისა და თავდაცვის ერთერთი კარგი საშუალებაა.“

მამათის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინეზა ჩიკაშუა:

„პატარაობაში დამალობანა და დაჭერობანა მიყვარდა განსაკუთრებით. გავიდა წლები, მეც გავიზარდე და ინტერესებიც შემეცვალა. უფრო ინტელექტუალური თამაშები მიტაცებდა, ბევრს ვკითხულობდი და მიყვარდა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები.“

ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო მუსელიანი:

„ბავშვობიდან მასწავლებლობანას ვთამაშობდი განსაკუთრებული სიყვარულით. კლასობანათი და ორდროშობანათიც ვერთობოდი. ჩვენ დროს ბავშვები ფიზიკური და გონებრივი აქტივობებით ვიყავით თამაშში ჩართულნი, დღეს კი, ახალგაზრდები კომპიუტერული ტექნიკითა და მეტი გონებრივი დატვირთვით ატარებენ თავისუფალ დროს.“

კომენტარები


სკოლები
საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები მიმდინარე წლის 17 ივნისს გაიმართა
ზეიმი სრული ანშლაგით ჩატარდა, ბავშვებმა წარმოადგინეს სხვადასხვა მხიარული ნომერი
აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელია სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნინო ნადირაძე
სიახლეები
ზურაბ ხონელიძემ საუნივერსიტეტო დიპლომატიიის, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საშუალებაზე გაამახვილა ყურადღება
არ არსებობს ოფიციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსება და წარდგენაც ჯილდოს მიღების მსურველ პედაგოგებს შეუძლიათ
ბაღი 2014 წელს დაარსდა და პირველივე დღიდან მშობელთა ნდობა და ბავშვების გამორჩეული სიყვარული დაიმსახურა
იმდინარე წლის 9 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით პერიოდი - პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის
პროგრამა საქართველოს მასშტაბით 230 სკოლას უწევს დახმარებას და ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლებას
საინტერესო
etaloni.ge არდადეგებზე სანახავი ფილმების კოლექციას გთავაზობთ
გოგონები იმ 19 ადამიანს შორის არიან, რომლებიც ტრაგიკულად ემსხვერპლნენ სტიქიას
სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება და სასკოლო ცხოვრება სულ უფრო დიდ ყურადღებას იპყრობს...
პიროვნება
ადიგენის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი, ინგა ბოჭორიშვილი სოფელ კახარეთში ცხოვრობს
ეტალონი
ინტელექტუალური კონკურსის ფინალში მონაწილეობას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის 78 „ეტალონი-მოსწავლე“ მიიღებს
გზა ევროპისკენ - კითხვებს ქუთაისის 6 სკოლიდან  78 გამოცდილი პედაგოგი ადგენს
შესაბამისი ლიტერატურისა და კითხვების შედგენაში პორტალის გამორჩეულად აქტიური და წარმატებული სკოლები მონაწილეობენ
თბილისის N11 საჯარო სკოლის ლიდერი დირექტორი ნინო ჯაბანიშვილი
ახლა კი, გთავაზობთ  ივლისი-აგვისტოში წასაკითხი წიგნების სიას კლასების მიხედვით
საზოგადოება