სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ მეტად თავდაჯერებულს გვხდის“ - ჩქვალერის სკოლის მოსწავლე „ეტალონის“ ფინალისტთა ათეულშია
01-08-2018
-
+

„წალენჯიხის ეტალონმა მოსწავლემ“, გიორგი ქარადავამ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალში საპრიზო ადგილი დაიკავა. იგი 78 მოსწავლეს შორის მე-7 ადგილზე გავიდა. გიორგის მიღწეული წარმატებისთვის ფულადი პრიზი გადაეცა.

გიორგი ქარადავა ჩქვალერის საჯარო სკოლაში სწავლობს. სკოლის დირექტორი როენა ფიფია მას შრომისმოყვარე მოსწავლედ ახასიათებს და აღნიშნავს, რომ მისგან „ეტალონის“ ფინალურ ღონისძიებაზე საპრიზო ადგილს ელოდა:

„გიორგი ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია, უყვარს წიგნების კითხვა. ყველა საგანში ძალიან კარგი ცოდნა აქვს. სწორედ ამიტომ მის წარმატებას ველოდით. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ „ეტალონი“, ნებისმიერ მოსწავლეს აძლევს შანსს, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი ყოველთვის ძალიან ობიექტურად და ორგანიზებულად ტარდება. მთელი სკოლის სახელით გიხდით მადლობას, რომ წარმოაჩინეთ გიორგი და ჩქვალერის სკოლა“, - აღნიშნავს როენა ფიფია.

„ეტალონის“ ფინალში მე-7 ადგილზე გასული მონაწილის, გიორგი ქარდავას თქმით, პროექტში მიღწეულმა წარმატებამ მეტად თავდაჯერებული გახადა:

„ფინალში წარმატებას ველოდებოდი, მონდომებული ვიყავი, ვმეცადინეობდი. მიხარია, რომ საპრიზო ადგილზე გავედი. ყველას ვურჩევს ამ პროექტში ჩართვას, რადგან „ეტალონი“ მოსწავლეებს მოტივაციას აძლევს, მეტად თავდაჯერებულს ხდის“.

„ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი 26 ივნისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა.„საქართველოს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თბილისის N155 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლაზარე ბედუკაძე გახდა.

კომენტარები

ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„აქტივობა ცოტა დამღლელი, მაგრამ მართლაც კარგი, სასარგებლო და საინტერესო გამოგვივიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში
საინტერესო

საზოგადოება