სიახლეები


„სამსახურის შემდეგ შენი პატარა მეურნეობა სიამოვნებაა“ - რით არიან დაკავებული დირექტორები თავისუფალ დროს
20-07-2018
-
+


თითოეული ჩვენგანის მსგავსად სკოლის დირექტორებიც, პროფესიული საქმიანობისგან თავისუფალ დროს საყვარელ საქმეს უთმობენ.  

Etaloni.ge დაინტერესდა რით არიან დაკავებული დირექტორები თავისუფალ დროს, რა არის მათი ჰობი თუ მეორე საქმე.

სენაკის კერძო სკოლა ლიცეუმის“ დირექტორი ნანა ნორაკიძე:
„მთელი ჩემი ოჯახი, გარდა იმისა რომ ვართ დირექტორები, ქველმოქმედებას ვეწევით. ხშირად დავდივართ ბავშვთა სახლებში. სამწუხაროდ, სენაკში არსებული გაუქმდა, ხშირად მივდივართ თბილისში, დიღმის მასივში მდებარე ბავშვთა სახლში, მათთვის კომპიუტერული ოთახიც კი გავაკეთეთ, მართალია, მეორადები, მაგრამ ხუთი-ექვსი კომპიუტერი გადავეცით. ამ საქმით მხოლოდ მე არ ვარ დაკავებული, სკოლის ფონდს ვხელმძღვანელობ. გვაქვს - „ერთი კარტოფილის აქცია“, მოსწავლეებს ყოველი კვირის ბოლოს ერთი კარტოფილი, ერთი ხახვი მოაქვთ, არიან ისეთი ბავშვები, რომელთაც მოაქვთ ხილი, ბურღულეულობა, პური, ნამცხვრები და ყველანი, კვირის ბოლოს, შაბათ დღეს, სენაკის რაიონის სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან, განსაკუთრებით გაჭირვებულ ოჯახებში მივდივართ. ამ აქციით ბავშვებს 1-ლი კლასიდან ქველმოქმედებას ვაჩვევთ და ვცდილობთ გააცნობიერონ, რომ სხვისი დახმარება ეს არის უდიდესი სიამოვნება და ბედნიერება. ეს ერთი კარტოფილი, ზოგჯერ იმდენად ბევრი გროვდება, რომ ორ ოჯახში ვანაწილებთ. ბავშვებს მოაქვთ ასევე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სკოლაში საქველმოქმედო კონცერტიც გავაკეთეთ, ზოგჯერ ბავშვთა სახლებშიც მივდივართ და წარმოდგენას იქ ვმართავთ, შემოსული თანხებით, კი, რა თქმა უნდა, ისევ პროდუქტებს ვყიდულობთ და მათ ვეხმარებით. უმეტესად ამით ვარ დაკავებული“.

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ცირა ბრეგვაძე: 
„მასწავლებლის სახლის ტრენერი ვარ, მასწავლებლებთან ვმუშაობ, ტრენინგებს ვუტარებ, განტვირთვისთვის კი ფილმებისა და სპექტაკლების ყურება მიყვარს. ზოგადად, მიყვარს ისეთი პროცესების ორგანიზება, რომლებიც სასწავლო პროცესებთან ერთად შემეცნებითი და გასართობია. ხშირად პროექტებს ვაკეთებ. მქონია პროექტები, რომლებიც სასკოლო სივრცეში განმიხორციელებია და ასევე პროექტები, რომლებიც საქალაქო დონეზე გამიკეთებია.

აღაიანის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გელხაური:
„შემოქმედებითადაც ვარ დაკავებული და სოფლის მეურნეობითაც, წვრილფეხა საქონელი მყავს, ასევე ინდაურები, კურდღლები, თავის დროზე ხოხბებიც მყავდა, ციცრებიც. ეს ჩემი ჰობია, მიწაზე მუშაობაც მიყვარს, ცხოველებთან და ფრინველებთან ურთიერთობაც, მათი მოვლა. სამსახურის შემდეგ შენი პატარა მეურნეობა სიამოვნებაა. ნახევარ ჰექტარზე სიმინდი მომყავს, მაქვს ბაღი, ბოსტანი, როგორც სოფლის წესია, ნელ-ნელა გაფართოებასაც ვაპირებ“.

წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ანთეი ტერსენოვი:
„წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ვარ, თავისუფალ დროს კი სოფლის მეურნეობას მივდევ, კარტოფილი მომყავს.“

ჭიათურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი გოჩა შუბითიძე: 
„მასწავლებელთა სახლის ტრენერი ვარ, ასევ რეპეტიტორობით ვარ დაკავებული, მოსწავლეებს ზოგად უნარებში ვამეცადინებ“.

შომახეთის საჯარო სკოლის დირექტორი იოსებ მაჭარაშვილი:
„სოფელში ვცხოვობ და შესაბამისად სოფლის საქმეებს ვაკეთებ. თავისუფალ დროს მიყვარს ნარდის, ჭადრაკის თამაში, გარკვეულ დროს კომპიუტერთანაც ვატარებ და სხვადასხვა სახის ინფორმაციას ვეცნობი.“ 

მოხვის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო მაქაძე:
„თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს და ძირითადად ოჯახს ვუთმობ. სოფელში ვცხოვრობ და შესაბამისად, ცხველები მყავს, ბოსტანსაც ვუვლი, სასოფლო-სამეურნეო საქმითაც ვარ დაკავებული, საკმაოდ დიდი ნათესები მაქვს. ასევე ძალიან მიყვარს კითხვა.“

ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე:
„სოფელში ვცხოვრობ და სოფლის მეურნეობას ვეწევი. მივდევ მიწათმოქმედებას, მეცხოველეობას, რაიონიდან შორ მანძილზე ვართ და სხვას ისეთს ვერაფერს ვაკეთებთ. ასევე მიყვარს სპორტი, ფეხბურთს ვთამაშობ სიამოვნებით“.

ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ ვანაძე:
„დირექტორობის გარდა სკოლაში ნახევარ განაკვეთზე ვასწავლი. ასევე ოჯახში მაქვს მეურნეობა, მყავს ცოლი და შვილები. ვუვლი შინაურ ცხოველებს, სოფლის მეურნეობას ვეწევი და სკოლასთან ერთად სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობ, კარტოფილი, ლობიო და ა.შ მომყავს“.

დაბა ბედიანის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა გიორგაძე:
„დირექტორობის გარდა, დაახლოებით 18 წელია ვარ ბავშვთა სახლის აღმზრდელი. სახლში სამ ბიჭს ვზრდი, 15, 17 და 8 წლის ვაჟებს. ჩემს ხელში რამოდენიმე თაობამ გაიარაა, 8-10 ბიჭი გავზარდე. რეგიონში რომ ჩამოვედი, სკოლაშიც ვმუშაობდი და ბედიანის ბავშვთა ცენტრშიც, ახლაც აქ ვარ. გარდა დირექტორობისა, პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ვეწევი, ვარ აღმოსავლეთმცოდნე და ისტორიკოსი“.

გუგუთის საჯარო სკოლის დირექტორი თემურ ურუმაშვილი:
„მეურნეობა მაქვს, საქონელი შევიძინე და მინდა რომ გავამრავლო, საქმე ახალი დაწყებული მაქვს და გაფართოებას ვგეგმავ“.

ცხომარეთის საჯარო სკოლის დირექტორი გურამ ლომიძე:
„43 წელიწადია დირექტორი ვარ. ჩემი ცხოვრება დირექტორობას მივუძღვენი, მამაც დირექტორი მყავდა, დედა კი მასწავლებელი, თავისუფალი დრო ნაკლებად მაქვს, მთლიანად ამ საქმით ვარ დაკავებული“.

ტნუსის საჯარო სკოლის დირექტორი შახვალად ნაბიევი:
„გარდა დირექტორობისა, პროგრამა „მილენიუმის“ ფარგლებში ტრენერი ვარ. აზერბაიჯანულ სკოლებში პედაგოგებსა და დირექტორებს ტრენინგებს ვუტარებ. ტრენინგის სახელია - „მოსწავლეები ორიენტირებულები არიან სასწავლო პროგრამაზე“.

ხაშურის N8 საჯარო სკოლის დირექტორი მანანა ხიჩაკაძე:
„დირექტორობის გარდა პედაგოგი ვარ - მოსწავლეებს რუსულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი, მიყვარს მზარეულობა“.

თეჯისის საჯარო სკოლის დირექტორი აზარ გეიდაროვი:
„თავისუფალი დრო ნაკლებად მრჩება, ზოგადად, ჭადრაკი მიყვარს და ხშირად ვთამაშობ.“

ოსიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ზაურ პავლიაშვილი:
„სოფლის მეუენეობით ვარ დაკავებული, კონკრეტულად მევენახეობას მივდევ“.

ყვარელწყლის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან ღუბიანური:
„ამჟამად დეკრეტში ვარ, ბავშვს ველოდები. ზოგადად, თავისუფალ დროს ყვავილებს ვუვლი, ბაღი მაქვს. სამომავლოდ სხვადასხვა საინტერესო გეგმები მაქვს“.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
ელექტრონული ჟურნალი გაითიშება - გაფრთხილება მასწავლებლებს
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
მასწავლებლების ახალი პოლიტიკა და შვებულების დაანგარიშების წესი - ცვლილებები ზოგადი განათლების შესახებ კანონში
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
კითხვები სპორტის სხვადასხვა სახეობებიდან მომზადდა
მოსწავლეებმა ყვავილები დარგეს, კედლის გაზეთი მოამზადეს და ადრე დარგული ნერგები მორწყეს
გარდა ამისა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები შექმნეს, წიგნები წაიკითხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
აღსანიშნავია, რომ ისინი გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად იაზრებენ
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
სიახლეები
საზოგადოება