სიახლეები


საგანი, რომელსაც მომავალ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება
03-06-2018
-
+


„მომავალ წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გეოგრაფიის ტესტს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება,“ - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა Etaloni.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩემთვის ნამდვილად არასასურველი ტენდენცია შეიმჩნევა და ალბათ, სხვებიც დამეთანხმებიან, დრამატულად იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც არჩევით საგნად გეოგრაფიას აბარებს და მცირდება მათი რაოდენობა (თავიდანვე მცირე იყო), ვინც სხვა საბუნებისმეტყველო საგნებს ირჩევს. სხვა საგნებს თუ შევხედავთ, მეტ-ნაკლებად, აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულ საგანს ირჩევენ საგამოცდოდ, არ იცვლება. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ადრე საკმაო რაოდენობის აბიტურიენტები ირჩევდნენ მათემატიკას. თუმცა ახლა ასე არ არის. მათემატიკისთვის თავის არიდება, მნიშვნელოვანწილად, განპირობებულია იმით, რომ აბიტურიენტებს გეოგრაფია მარტივად ჩასაბარებელ საგნად მიაჩნიათ. ფიქრობენ, რომ 2 თვე მოემზადებიან და შეძლებენ ჩაბარებას. არსებული სისტემით, უმაღლეს სასწავლებლებსაც არ ეკრძალებათ გამოაცხადონ მეოთხე ჩასაბარებელი საგანი ისეთი, რომელიც საერთოდ არ არის დაკავშირებული კონკრეტულ პროფესიასთან. ეს ძალიან ცუდია. მაქვს სურვილი, რომ გეოგრაფიის გამოცდის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს. ბუნებრივია, მე არ ვარ სპეციალისტი, გეოგრაფიის ჯგუფთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, მომავალში როგორი ფორმატის იქნება ტესტი. მინდა, მეტად კეთდებოდეს აქცენტი მიღებული ცოდნის გამოყენებასა და არგუმენტირებულ მსჯელობაზე და ნაკლებად - ცოდნის შეფასებაზე, არ იყოს ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, გვახსოვს თუ არა, მდინარეებისა და მთების დასახელებები. ამიტომაც, გეოგრაფიის ტესტს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება. გეოგრაფიის გამოცდა ნამდვილად გართულდება. აირჩიოს იმან, ვინც ხედავს, რომ გეოგრაფია გამოადგება მომავალი წარმატებისთვის. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, რომ არ გვქონდა შესაძლებლობა, გეოგრაფიის ექსპერტებთან ერთად დავმსხდარიყავით და ამ საკითხზე დეტალურად გვემსჯელა. რადგან კარზე გვაქვს მომდგარი გამოცდები. ზოგადად, რა თქმა უნდა, ვიმსჯელეთ, როგორ წარმოგვიდგენია მომავალში ეს გამოცდა. როგორც კი დამთავრდება გამოცდები, დავიწყებთ ამ საკითხზე უფრო დეტალურ განხილვებს“ - აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

რაც შეეხება სხვა საგნის ტესტებს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება არ იგეგმება:

„სხვა საგნებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ნამდვილად არ ვგეგმავთ ცვლილებებს. თუ ავიღებთ საგამოცდო ტესტებს, ცოდნის გამოყენებისა და მსჯელობის პროცენტული რაოდენობა ნამდვილად დამაკმაყოფილებელია. არის დავალებები, რომლებიც ცოდნას ამოწმებს (გვახსოვს თუ არა ესა თუ ის ფაქტი), თუმცა ასეთი დავალებების რაოდენობა მცირეა. საგნებს შორის განსხვავება ამ კუთხით, ბუნებრივია, არის. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტში ოთხივე დავალება ორიენტირებულია უნარების შეფასებაზე. დავალებას ვერ ნახავთ, სადაც აბიტურიენტს მოეთხოვება, გაიხსენოს რაიმე სკოლაში ნასწავლიდან. დანარჩენ საგნებს თუ გადავხედავთ, აქაც ანალოგიურადაა - ცოდნის გამოყენებაზეა ორიენტირებული. მაგალითად, ფიზიკაში არავინ ეკითხება აბიტურიენტს, რომელია ნიუტონის მეორე კანონი. არამედ, შეუძლია თუ არა, ამ კანონის გამოყენება კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად. გეოგრაფიას რაც შეეხება, ბუნებრივია, აქაც აღმოვაჩენთ, დავალებებს, რომლებიც ცოდნის გამოყენებაზე, ანალიზსა და მსჯელობაზეა ორიენტირებული. თუმცა ცოდნის შესამოწმებელი დავალებების წილი უფრო დიდია. ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გეოგრაფიის ტესტის ცვლილება მსურს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მიზეზი, რისთვისაც აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას ირჩევენ და არა მათემატიკას. ბუნებრივია, ეს ეროვნულმა სასწავლო გეგმამ უნდა დაარეგულიროს,“ - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

გაეცანით ინტერვიუს სრულად რა სიახლეებია 2018 წლის გამოცდებზე და რა ცვლილებები ელით მომავალ აბიტურიენტებს - ინტერვიუ მაია მიმინოშვილთან

კომენტარები


ეტალონი
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დასაქმების პირველ ფორუმს უმასპინძლა
ზგემ-ის საბოლოო დოკუმენტი - რა წერია „სკოლების კონსტიტუციაში“, რომელიც სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა
აბიტურიენტების საყურადღებოდ - 1000-700-500 ლარიან ჯილდოს მიიღებთ სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
დამსწრე საზოგადოება გაეცნო ბიბლიოთეკის მკითხველების - გივი ძველაიასა და გოგუცა გვაზავას შემოქმედებას.
ღონისძიების ხელმძღვანელი სალომე მესხია გახლდათ
„ვულოცავთ ლიანას და ქალბატონ მადონას ამ დიდ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს, შემდგომ საქმიანობაში“,- ამბობენ სკოლაში
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობა მთელ სკოლაში სუფევდა
მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს პედაგოგის - მარინა მიქელაძის ხელმძღვანელობით, აქტივობები განახორციელეს
საინტერესო
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
საზოგადოება