სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეთა ტესტირების შედეგები ცნობილია - NAEC დეტალებზე
02-02-2024
-
+


2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის II ტურის პირველადი შედეგები ცნობილია - ინფორმაციას შეფასებსა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის შედეგის ნახვა მონაწილეს შეუძლია ვებგვერდზე online.naec.ge. ამისათვის მან სპეციალურ ველში უნდა შეიყვანოს პირადი, თერთმეტნიშნა ნომერი. საკუთარი მოსწავლეების შედეგების ნახვა ასევე შეუძლია სკოლის ადმინისტრაციას ცხრანიშნა და ოთხნიშნა კოდების გამოყენებით.
 
 
მონაწილე შედეგების გვერდზე ქულასთან ერთად დაინახავს თავისი ნაშრომის ასლს. თუ ის არ ეთანხმება შეფასებას, შეუძლია დაწეროს საპრეტენზიო განაცხადი 5 თებერვლის 09:00 საათიდან 6 თებერვლის 18:00 საათამდე.
 
 
ოლიმპიადის მონაწილემ განაცხადი უნდა წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში - საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში მათ გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.  გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ოლიმპიადის მონაწილის ნაშრომს შეიძლება მოემატოს ქულა, დააკლდეს ან დარჩეს უცვლელი.
 
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელმაც დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 50%-სა და მოხვდა შესაბამისი
კლასისა და საგნის რეიტინგული სიის პირველ 50 მონაწილეს შორის. მომდევნო ტურში გადამსვლელი ქულები განისაზღვრება აპელაციის შედეგების გათვალისწინებით.
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება