| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასკოლო დღიური, რომელიც საქართველოს სკოლებში უკვე წლებია აღარ გამოიყენება, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კვლავ აუცილებელი ატრიბუტია, ზოგან კი საერთოდ ოფიციალურ დოკუმენტადაა აღიარებული.
ზოგიერთ ქვეყანაში დღიურს წიგნის ფორმა აქვს, ზოგან კი ისინი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ბლოკნოტის ან ელექტრონული ფორმით.
ასევე განსხვავებულია სტრუქტურაც; ზოგიერთ ქვეყანაში სასკოლო დღიურები შეიცავს მკაცრ ინსტრუქციას საგნების, ვადებისა და საშინაო დავალებების შესახებ; ზოგან კი დღიურს შედარებით თავისუფალი სტრუქტურა აქვს, რომელიც საშუალებას იძლევა, მოსწავლეებმა ჩაწერონ შენიშვნები, მოსაზრებები, შთაბეჭდილებები...
თუმცა ამ განსხვავებების მიუხედავად, სასკოლო დღიურები ასრულებს მნიშვნელოვან როლს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას და მოსწავლეებს ეხმარება, საკუთრი სამუშაოს ორგანიზებაში, ასევე აძლევს მათ საშუალებას, თვლი მიადევნონ სწავლის პროგრესს და უვითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.
მაგალითდ, აშშ-ში სკოლის დღიურები შეიცავს ინფორმაციას მოსწავლეების მიღწევების შესახებ სხვადასხვა საგანში, აერთიანებს მათ ნიშნებს და ასევე იწერება მასწავლებლების კომენტარები; ამას გარდა, დღიურში ცალკე გრაფაა გამოყოფილი მშობლებისთვის, სადაც მათ შეუძლიათ კითხვით მიმართონ პედაგოგს ან გამოხატონ მადლიერება მის მიმართ.
უნდა აღინიშნოს რომ აშშ-ში სკოლის დღიური ოფიციალურ დოკუმენტად ითვლება.
იაპონიაში კი დღიურები აბსოლუტურად განსხვავებულია - ესაა წიგნი, რბილი ყდით და ყოველ გვერდზე დატანილია ბლანკი, სადაც მოსწავლეს შეუძლია ჩაწეროს საგნები და საკუთრი ნიშნები - ეს კი ეხმარება მათ თვალი მიადევნონ საკუთრ წარმატებებს ამა თუ იმ საგანში.
იაპონიაში დღიურის მთავარი მახასიათებელია თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობაზე ყურადღების გამახვილება - მოსწავლეს შეუძლია დაამატოს პერსონალური გამოსახულებები, სტიკერები, ნახატები რათა დღიური უნიკალური გახადოს, რაც შემოქმედებითი უნარების წარმოჩენაში ეხმარება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი