სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის 2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 19 დეკემბერს გაიმართება
11-12-2023
-
+


მიმდინარე წლის სექტემბრიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ მეორე პერიოდის კონკურსების ფარგლებში 37 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს შორის 2023 წლის მეორე ეტაპის შემაჯამებელი კონკურსი დისტანციურად, LIVE რეჟიმში გაიმართება.

გამოვლენილი „ეტალონი მოსწავლეები“, თავის მხრივ  მუნიციპალიტეტებში ჩატარებული პირველი და მეორე ეტაპების დისტანციური კონკურსების შედეგად შეირჩნენ.

2023 წლის მეორე პერიოდის შემაჯამებელი ღონისძიება დისტანციურ რეჟიმში, 19 დეკემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვება, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით რესურსცენტრებიდან ჩაერთვებიან, ხოლო ცოდნის წარმოჩენას სპეციალურად მათთვის შექმნილ ონლაინ პორტალის საშუალებით შეძლებენ.

2023 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპის შემაჯამებელი დისტანციური ღონისძიების მონაწილეები არიან:




გამარჯვებულ სამეულს გადაეცემა დიპლომები და განათლების სამინისტროს სახელით ტექნიკის ფულადი ვაუჩერები - პირველი ადგილი 1000-ლარიანი ვაუჩერი, მეორე ადგილი 800-ლარიანი ვაუჩერი და მესამე ადგილი 500-ლარიანი ვაუჩერი.

კონკურსს LIVE რეჟიმში შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ „ეტალონის“ Facebook გვერდსა და Etaloni.ge-ზე. 


კონკურსის მიმდინარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ:

რუბრიკა „ეტალონი“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება