სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„წიგნებით მეს ძიებაში“- ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო ფორუმი გაიმართა
29-11-2023
-
+


ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში პროექტის - „წიგნებით მეს ძიებაში“ ფარგლებში, საინტერესო ფორუმი „სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სკოლაში“ ჩატარდა.

ფორუმს ესწრებოდნენ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგნელები, ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელები და პედაგოგები, სულ 50 პირი.

ფორუმზე, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, წარდგენილი იყო პროექტის - „წიგნებით მეს ძიებაში“ პრეზენტაცია, პროექტის უნივერსალურ დონეზე სოციალური და ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მაგალითზე, ემოციური განათლების დანერგვის შედეგები და გამოწვევები. აღნიშნული კომპეტენციების ინტეგრირება სადამრიგებლო პროგრამებსა და საგნობრივ, საგაკვეთილო კურიკულუმებში.

ფორუმის მსვლელობისას ოთხი საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა, სადაც პრაქტიკულად იყო ნაჩვენები, თუ როგორ შეიძლება სოციალური და ემოციური კომპეტენციების ინტეგრირება სხვადასხვა საგანსა და სადამრიგებლო საათში.

„ჩვენს სკოლაში, 2023 წლის აპრილიდან დაიწყო სოციალური და ემოციური განთალების დანერგვა უნივერსალურ დონეზე, რაც გულისხმობს ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული პრაქტიკებისა და სტრატეგიების გამოყენებას სოციალური და ემოციური უნარების მხარდასაჭერად. საბაზო საფეხურზე, კერძოდ მე-7 კლასებში.

განხორციელდა სკოლის მასწავლებელთა გადამზადება როგორც პირისპირ ფორმატში, ტრენინგ-სემინარების გამოყენებით, ასევე ონლაინ კურსის დამხარებით. მასწავლებლებმა, თვითშეფასების კითხვარების გამოყენებით, საკუთარ საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება დაიწყეს. მიღებული შედეგების გათვალისწინებით, შეიმუშავეს სამოქმედო გეგმები, განსაზღვრეს კომპეტენციები, რომელთა განვითარებაც იყო მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის წინაპირობა“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი მარინა ისკაკოვა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საკლასო მოწყობის სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით, პროექტის ექსპერტ-კონსულტანტმა - სოფიო ძიგრაშვილმა ისუაბრა.

„გაჩნდა საკლასო მოწყობის სხვადასხვა მოდელი – „საკლასო შეთანხმებები“, „გრძნობების თერმომეტრი“, „ემოციების ბორბალი“, „კონფლიქტის ესკალატორი“, „მოსაზრებების ყუთი“. დაინერგა „მე შეტყობინების“ პრაქტიკა, მოსწავლეების ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მასწავლებლის რეფლექსიის ინსტრუმენტები, გააქტიურდა ჯგუფური და წყვილში მუშაობის მეთოდი, დისკუსია, საგაკვეთილო პროცესი წარიმართა უნივერსალური სასწავლო დიზაინის პრინციპის გამოყენებით. პარალელურად მუშაობა მიმდინარეობდა მშობლებთან, ინფორმირებულნი გახდნენ სოციალური და ემოციური განათლების მნიშვნელობაზე, პოზიტიური მშობლობის არსზე, გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე“, - გვიყვება პროექტის ექსპერტ კონსულტანტი სოფიო ძიგრაშვილი.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მართალია, პროექტი მხოლოდ შვიდთვიანი იყო, მაგრამ ქუთაისის N33 სკოლაში, სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, რაც უკვე სასკოლო კურიკულუმსა და სასწავლო გეგმაში არის ასახული.

პროექტს „წიგნებით მეს ძიებაში“ კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის მხარდაჭერით, სკოლა ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს გერმანული ფონდი Bread for the world.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება