სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი ჭყონის N1 სკოლის მოსწავლეებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
28-11-2023
-
+


ექსკურსიები და გასვლით გაკვეთილები მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა, შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სასწავლო მეთოდს მოსწავლეებს ხშირად სთავაზობენ. 

ახლახან, მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ. ისტორიის მასწავლებელმა, ნინო სურმავამ მუზეუმი, როგორც საგანმანათლებლო რესურსი ისე გამოიყენა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი სასოფლო-სამეურნეო იარაღები, მათ შორის- დიდი ქართული გუთანი, რაც გლეხს მე-5 საუკუნეში მიწის დამუშავებას უადვილებდა.

გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა შეადარეს მიწის დამუშავების ახალი და ძველი საშუალებები, იმსჯელეს მათ მსგავსება-განსხვავებაზე, მათი განვითარების ეტაპებზე და ასევე მათ მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.

გასვლითი გაკვეთილი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მოსწავლეებისთვის თავშესაქცევიც აღმოჩნდა. ბავშვები მუზეუმიდან ახალი ინფორმაციითა და ცოდნით დახუნძლულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება