სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„გამარჯვება ძალიან გამიხარდა, უფრო მოტივირებული გავხდი“- ახალქალაქის „ეტალონი მოსწავლის“ ვინაობა ცნობილია
20-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ზრუნავს. მის მიმდინარეობაში ახალგაზრდები უდიდესი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ახალქალაქის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

აღნიშნული ტიტული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ხმალაძემ მოიპოვა.

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ. 

მადონა ბალახაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის წარმომადგენელი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. ჩემი დამოკიდებულება ამ კონკურსის მიმართ მხოლოდ დადებითია. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ინტელექტუალურ კონკურსებში მოსწავლეების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამოცდილებას იძენენ და მოტივაცია ეზრდებათ. დიდი ხანია, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია „ეტალონთან“ თანამშრომლობს. გვერდით ვუდგავართ პროექტს, რათა ჩვენ მოსწავლეებს თავის წარმოჩენის საშუალება ჰქონდეთ. 

თერეზა ჩივჩიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენ მუნიციპალიტეტში ყოველთვის აქტიურად მიმდინარეობს, ფაქტობრივად, 100%-ანი ჩართულობა გვაქვს. შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად მოსწავლეთა მოტივაცია იზრდება, ისინი კონკურსის დაწყებას ელოდებიან, წარმატების მიღწევა უნდათ. ყველა რომ აქტიურად ერთვება, ამის დადასტურებაა ისიც, რომ თითქმის ყოველ წელს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები იმარჯვებენ. ზოგადად, „ეტალონი“ ძალიან კარგი კონკურსია. ეს პროექტი სამაგალითო შეიძლება იყოს არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველგან. წელს მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ სალომე ხმალაძე გახდა, მან 80 ქულა დააგროვა, რაც ძალიან კარგი შედეგია. ეს კი მოსწავლეებისთვის იმის მანიშნებელია, რომ თუ მოტივირებულები იქნებიან და ცოდნას დააგროვებენ, წარმატებას მიაღწევენ.

ანზორ მიქელაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის ცოდნის მიღების სტიმულია, ისინი აქტიურად ერთვებიან და შედეგებსაც წლიდან წლამდე ვაუმჯობესებთ. რაც შეეხება გამარჯვებულ მოსწავლეს, მისი წარმატება მოსალოდნელი იყო, დადებითად ვიყავით განწყობილი. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მოსწავლეები ყოველ წელს მონაწილეობენ და შესაძლებლობებს ავლენენ.

მარინე ფანჯაკიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის N1 საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

მოსწავლეებისთვის „ეტალონში“ მიღწეული წარმატება, რა თქმა უნდა, უდავოდ მნიშვნელოვანია. დადებითი ემოციებით იყო დატვირთული როგორც პირველი, ისე მეორე ეტაპი. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, ხალისით ჩაერთნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ამ კონკურსმა მოსწავლეებში სწავლისადმი ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. რაც შეეხება ფინალს, დადებითი მოლოდინები გვაქვს, გამარჯვება გვინდა.

სალომე ხმალაძე, ახალქალაქის „ეტალონი მოსწავლე“:

პირადად ჩემთვის, საკითხები მარტივი არ ყოფილა, თუმცა საინტერესო იყო და „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მოვიპოვე. კონკურსისთვის წინასწარ მოვემზადე და ახლა ფინალისთვისაც ვემზადები, სხვადასხვა მასალას ვეცნობი. რა თქმა უნდა, გამარჯვება გამიხარდა, უფრო მოტივირებული გავხდი.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა ვადა აქვთ მასწავლებელბს მოსწავლის შეფასების და დასწრების მონაცემის შესაცვლელად 

რა თახნის გადახდა მოუწევს სკოლას დაწყებითი, საბაზაო და საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის

„ენობრივი მახეები“: 17 შეცდომა, რომლებსაც გაუცნობიერებლად ვუშვებთ 

პიროვნება

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რათა მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ“...

ცხოვრების ახალი ეტაპის მოლოდინი თუ ამაგდარ პედაგოგებთან განშორების სევდა ერთმანეთს ერწყმის და კეთილ სურვილებსა და მადლიერების გრძნობაში ერთიანდება

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი უპირობო მხარდაჭერისა და სიყვარულის იმედი მუდამ შეუძლიათ ჰქონდეთ

სკოლები
 „კონკურსმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სწავლა შეიძლება იყოს ერთდროულად შემეცნებითი, მხიარული და ემოციებით სავსე“
 

წლების განმავლობაში ნაშენები მეგობრობა სიყვარულის დღესასწაულად გადაიქცა

სასკოლო საზოგადოებამ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა

 „ბავშვებო თქვენ ჩვენი მომავალი ხართ“

სკოლაში დაბრუნებულ გოგონათა გუნდს საზეიმოდ დახვდნენ სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება