სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

Izrune.ge-ს სიახლეებს ამჯერად ისანი-სამგორის სკოლები ეცნობიან
17-05-2018
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინოვაციური საგანმანათლებლო პორტალის, Izrune.ge-ს პრეზენტაცია იმართება, რომელსაც „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. შეხვედრას ისანი-სამგორის სკოლების დირექტორები ესწრებიან.

მათ ახალი პროექტი დადებითად შეფასეს და აღინიშნეს, რომ Izrune.ge-ს  სიახლეებს თავიანთ მოსწავლეებს გააცნობენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე გოჩა ტყეშელაშვილმა სკოლების დირექტორებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სტატისტიკა და შედეგები გააცნო. ამასთან „ეტალონის“ ავტორმა და წამყვანმა დირექტორებს სერთიფიკატები გადასცა იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში მონაწილეობისას 50%-იანი ბარიერი გადალახა.

შეგახსენებთ, რომ ახალი საიტი Izrune.ge გასული წლის ოქტომბერში გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში. მისი მიზანია მშობლის ჩართულობის გაზრდა შვილის აღზრდა-განათლება-წახალისების პროცესში. მოსწავლეებს აქვთ საშუალება, საკუთარი კლასის შესაბამისად ყოველდღიურად ივარჯიშონ მათთვის სპეციალური ალგორითმით შექმნილ უნიკალურ ტესტებში, გაიმეორონ და გაამყარონ განვლილი მასალა, ხოლო თავის მხრივ, მშობლებს და არა მარტო მშობლებს, არამედ მთლიანად ოჯახს, აქვს საშუალება, თვალყური მიადევნოს ბავშვის განვითარებას, მონაწილეობა მიიღოს მისი აღზრდა-განათლების და წახალისების პროცესში, იამაყოს მისი მიღწევებით.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თუ მაშინ არა, ახლა ჩაირიცხებით (?!) - 7000-ზე მეტი ვაკანტური ადგილი 1800-მდე აბიტურიენტისთვის „იბრძოლებს“

მასშტაბური შემოწმებები საბავშვო ბაღებში - პერსონალის მზადყოფნა და სამზარეულოები 2 ათასამდე სააღმზრდელო დაწესებულებაში გაკონტროლდება

„ავტორი ვარ! არ იცით, როგორი ეროვნული მუხტია ისტორიის სახელმძღვანელოებში“

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება