სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ისინი ერთად მსჯელობას სწავლობენ და პასუხისმგებლობას ინაწილებენ“ - მარნეულის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
26-10-2023
-
+


მოსწავლეთა ცოდნასა და სხარტი აზროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ „ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატში ამჯერად, ერთმანეთს მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლები შეეჯიბრნენ.

ისინი პროექტში დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მოსწავლეებს და გულშემატკივრებს ჯანდარის საჯარო სკოლამ უმასპინძლა.

20 კითხვის შემდეგ გამარჯვებულიც გამოვლინდა. პირველ ადგილზე თამარისის N1 საჯარო სკოლა გავიდა გუნდის შემდეგნაირი შემადგენლობით: ნიკოლოზ კარაპეტიანი - გუნდის კაპიტანი ( VII კლასი), გიორგი საყევარაშვილი VII კლასი, ანამარია პატაშური VII კლასი, ცოტნე გოგინავა VI  კლასი, ბარბარა ბერძენიშვილი VI კლასი. გუნდმა 95 ქულის მოგროვება უმცირეს დროში - 97,21 წამში შეძლო.

             

„გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. მონაწილეთა საგულშემატკივროდ კი სკოლაში ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ისინი etaloni-ge-სთან კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ.

„პროექტმა კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. ბავშვები თავიდანვე შემართებით იყვნენ განწყობილნი. მათ ცოდნა, ნიჭი გამოავლინეს და შესაბამისად მოიპოვეს გამარჯვებაც. „ეტალონის“ განახლებული ფორმატი ძალიან მომეწონა, ადგილზე ჩემპიონატის ჩატარება ძალიან კარგია ბევრად შთამბეჭდავი და მივესალმები ამას. პროექტი მოტივაციის მიმცემია მოსწავლეთათვის, რადგან შემდგომში უფრო მეტად წარმოაჩინონ თავი და მოიპოვონ გამარჯვება“, - აღნიშნა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა - ელგუჯა კუპატაძემ.

„ეტალონის განახლებული ფორმატი ძალიან მომეწონა. ყველაფერი კარგად იყო მომზადებული. უშუალოდ პროექტი მოსწავლეთათვის მოტივაციის მიმცემია. მათ შესაძლებლობა ეძლევათ ცოდნა წარმოაჩინონ და საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინონ“, - განაცხადა მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა - ალი გახრამანოვმა.

სკოლის გუნდის წარმატებით ამაყობს დირექტორი მაყვალა ხარაიშვილი. მისი თქმით, ეს პროექტი მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს და მათ მოტივაციას უმაღლებს.

„სხვადასხვა საგნის მასწავლებლები დიდი მონდომებით ამზადებდნენ ბავშვებს „ეტალონისთვის“. განახლებულ ფორმატს რაც შეეხება, ძალიან მომეწონა. გუნდური თამაში მოსწავლეებს ერთმანეთთან მეტად აახლოებს. ისინი ერთად მსჯელობას, ფიქრს სწავლობენ. ყველა ინაწილებს პასუხისმგებლობას, რაც ძალიან კარგია.

ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული და შესაბამისად, ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ბავშვები იმდენად მოტივირებულები და გახარებულები არიან, რომ მთელი სკოლა ვიზიარებთ მათ სიხარულს. ერთ-ერთმა მოსწავლემ ისიც მითხრა, რომ არ აპირებდა მონაწილეობას, რადგან შიში ჰქონდა, თუმცა ამის შემდგომ ყველანაირ პროექტსა და შეჯიბრში მივიღებ მონაწილეობასო“ , - აღნიშნა თამარისის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა მაყვალა ხარაიშვილმა.

                 

etaloni-ge-ს გამარჯვებისგან გამოწვეულ სიხარული გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ნიკოლოზ კარაპეტიანმა გაუზიარა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ. განახლებული ფორმატიც ძალიან მომეწონა, გუნდურად მუშაობა ვფიქრობ, კარგია. გუნდის კაპიტანი ვიყავი და ეს ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლო იყო. სამწუხაროდ, 5 ქულა გუნდს ჩემ გამო დააკლდა ერთ შეკითხვაში და ძალიან ვინერვიულე, თუმცა გამარჯვება მაინც შევძელით. ამ პროექტმა და მასში გამარჯვებამ მოტივაცია მომცა, რომ უფრო მეტ კონკურსში მივიღო მონაწილეობა“ , - აღნიშნავს გამარჯვებული გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ კარაპეტიანი.

ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ ასევე მასპინძელი, ჯანდარის საჯარო სკოლის, დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს მოსწავლეთათვის.

„ზოგადად, „ეტალონის“ ჩემპიონატი ახალგაზრდების განვითარებას ხელს ძალიან უწყობს. განახლებულ ფორმატს მივესალმები, რადგან მოსწავლეებს გუნდურობას ასწავლის. ღონისძიება ჩვენს სკოლაში ჩატარდა, რაც საპასუხისმგებლო იყო ჩვენთვისაც, თუმცა მიხარია, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მართალია, ჩვენი სკოლის გუნდმა ვერ გაიმარჯვა, თუმცა მოხარული ვარ რომ ვმონაწილეობდით პროექტში. ეს მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს და მათ საჭირო უნარებს უვითარებს“, - განაცხადა ვუსალ ბაირამოვმა.

ღონისძიების სრული ფოტომასალა იხილეთ ბმულზე 


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

თითოეულ აღსაზრდელს 30 000 ლარს სახელმწიფო გადაუხდის - სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონის საქმეზე

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

პიროვნება

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

VII-VIII-X კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემატურად დატვირთული ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს ქრისტიანობის მნიშვნელობაზე

 

 

 

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება