სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ხელვაჩაურში „ეტალონის გუნდური“ ჩემპიონატი მიმდინარეობს 
24-10-2023
-
+


„ეტალონის გუნდურ“ ჩემპიონატს ამჯერად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სარფის საჯარო სკოლა მასპიძლობს. ტიტულისთვის კი  ერთმანეთს 32 სკოლის 160 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას ტრადიციულად ესწრებიან ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, მირიან კვირიტიძემ და მოადგილემ გიორგი ქარცივაძემ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ქეთევან დევაძემ და თითოულ მათგანს წარმატება უსურვა. 

 

დამსწრეები ამჯერად „ეტალონის“ განახლებული ფორმატის მონაწილეებს გულშემატკივრობენ და ელიან გამარჯვებული სამეულის გამოვლენას.

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 


ღონისძიება მოსწავლეებისა და დამსწრე საზოგადოების აქტიური ჩართულობის ფონზე მიმდინარეობს. მონაწილე გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში ეჯიბრებიან - კითხვები მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამას, აგრეთვე ე.წ. სააზროვნო ტიპის საკითხებს. გამარჯვებული გუნდი კი 20 კითხვის შედეგად, ყველაზე მაღალი ქულის მოპოვების პრინციპით გამოვლინდება. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება