სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

ხულოს დრამატულ თეატრში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
23-10-2023
-
+


ხულოს დრამატული თეატრი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილე მოსწავლეებს, მათ გულშემატკივრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მასპინძლობს. 

ხოლოს „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ერთმანეთს 29 სკოლის მე-6 და მე-7 კლასის 145 მოსწავლე ეჯიბრება.

 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები ამხნევებენ და გულშემატკივრობენ. კონკურსის მონაწილეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ ბერიძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა, ბადრი მელაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ედუარდ მიქელაძემ.



„ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ მონაწილეთა და დასმწრე აუდიტორიის გულწრფელი ემოციების ფონზე მხიარულად და ხმაურიანად მიმდინარეობს. თითოული გუნდის მიერ გაცემული სწორი პასუხის სიხარულს ყველა ერთნაირად იზიარებს. თუმცა დარბაზში ერთგვარი დაძაბულობაცაა, ვინაიდან ყველა  მოუთმენლად ელის გამარჯვებული სამეულის გამოვლენას. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება