სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

არასრულწლოვანთა ორსულობის 815 ფაქტი და ადრეული ქორწინების 400 შემთხვევა 2022 წელს - ომბუდსმენი განათლების მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს
18-10-2023
-
+


2022 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების 400 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის შემთხვევებს მკვეთრად აღემატება - როგორც სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ვკიტხულობთ ადრეულ და ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების 171 ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2022 წელს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების რაოდენობა (400 ფაქტი) მკვეთრად აღემატება გასულ წლებში შესწავლილი საქმეების რაოდენობას. ამასთანავე, კვლავ პრობლემურია ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოების მხრიდან განათლების მიღების შეწყვეტა“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ამასთან, ანგარიშში საუბარია, რომ გაზრდილია სახალხო დამცველის აპარატისადმი მომართვიანობა არასრულწლოვანთა შესაძლო ნიშნობის ფაქტებზე. თუმცა აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების შემთხვევაში პრობლემური იყო ადრეულ ასაკში შესაძლო ქორწინების ან/და ნიშნობის ფაქტებზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. შესწავლილ საქმეებში უწყებები ვერ ახერხებდნენ სავარაუდო ქორწინების იძულების გამოკვეთას. მათ ასევე განსაკუთრებით უჭირთ ბავშვობის ასაკში ქორწინების ისეთ ფაქტებზე რეაგირება, რომლებიც არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას.

სახლხო დამცველი მთავრობის სხვადასხვა უწყებებს სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავს, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუწოდებს:

▪ მომზადდეს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების სახელმძღვანელო წესები, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების (რეფერირების) შესახებ;

▪ სისტემატურად გადამზადდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მათ შორის, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან, ასევე, რეფერირების პროცედურებთან და განათლების სისტემაში
დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება