სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ სკოლა გახდებოდა ჩემი მეორე ოჯახი“- ფიროსმანის საჯარო სკოლის მასწავლებელი სოფიკო მჟავანაძე
13-10-2023
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი სოფიკო მჟავანაძე შრომისმოყვარე და პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის სკოლა მეორე ოჯახია, სადაც თავს ძალიან კარგად გრძნობს. ბავშვების მოტივაციის ამაღლებაზე მუდამ ზრუნავს და მათ რჩევებსაც ხშირად აძლევს - იკითხონ ბევრი და ისწავლონ შრომის დაფასება. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გეოგრაფიის უფროსი მასწავლებელი სოფიკო მჟავანაძე პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ეს სასწავლო წელი იქნება უფრო ნაყოფიერი და ძირეული ცვლილებები მოხდება განათლების სისტემაში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თავისი მოსწავლეების წარმატება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- პირველ რიგში, თავად უნდა გიყვარდეს და იცოდე საგანი, რომელსაც ასწავლი. უნდა გიყვარდეს ასევე მოსწავლეები;

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- უყვარდეთ კითხვა და იცოდნენ  შრომის დაფასება.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ვისურვებდი, მთლიანად განათლების სისტემის შეცვლას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- სკოლა გახდებოდა ჩემი მეორე ოჯახი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივი ზრდა და განვითარება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება