სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„შეჯიბრს ბევრი რისკი, გაბედულება და თავდაჯერებულობაც ახლდა“- ამბროლაურში „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში ნიკორწმინდის საჯარო სკოლამ გაიმარჯვა 
12-10-2023
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ცოდნის ნამდვილი ზეიმი მოეწყო - ამბროლაურის სპორტ-დარბაზმა „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა. 

მომავალი თაობის განვითარებაზე, მათი შესაძლებლობები წარმოჩენასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ პროექტის - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის ფარგლებში, ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. ღონისძიებას, ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

20 კითხვის შემდეგ კი გამარჯვებული გუნდიც გამოვლინდა, პირველ ადგილზე, 80 ქულით, ნიკორწმინდის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. მათ ამ ქულის მოსაპოვებლად 225 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: საბა მომცელიძე (კაპიტანი) -VII კლასი, ნიკოლოზ ნადირაშვილი - VII კლასი, ნინო ნადირაშვილი - VI კლასი, მარიამ ჭოხონელიძე - VI კლასი და მართა გეგეშიძე VI კლასი. 

   

ღონისძიებას ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი და მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი ნანა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ. მათ etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ეტალონის“ განახლებული გუნდური ფორმატი ძალიან მომეწონა. ჩვენთან გუნდური ჩემპიონატი წარმატებით ჩატარდა, სულ 7 გუნდი იყო წარმოდგენილი. მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, სწორ პასუხებზე ფიქრობდნენ და იხალისეს. ბავშვები ძალიან კმაყოფილები იყვნენ. განსაკუთრებით გახარებულები იყვნენ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და ძალიან სასიამოვნოა, რომ ცოდნის მაღალი დონე აქვთ. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩართულობას, ამ პროექტთან წლებია, რაც ვთანამშრომლობთ. მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის გაზრდისა და ცოდნის გაღრმავებისთვის, ძალიან კარგია“,- აღნიშნა მერიის განათლების, კულტურის,  ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ნანა ბოჭორიშვილმა. 

„განახლებული ფორმატი ნამდვილად კარგი შემოთავაზება იყო. გუნდური ჩართულობა მოსწავლეებში უფრო დიდ მოტივაციას იწვევს. ზოგადად, ჩემი აზრით, გუნდური თამაშები ბავშვებისთვის უფრო საინტერესოა. ამაზე მათი ჩართულობაც მეტყველებდა - 7 სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა. ჩვენთვის „ეტალონის“ როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური პროექტი კარგი და მისაღებია. მუნიციპალიტეტში ჩართულობა მაქსიმალური იყო“,- ამბობს ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა რეხვიაშვილი. 

ნიკორწმინდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ და აღნიშნავენ, რომ გამარჯვებამ მოსწავლეები კიდევ უფრო წაახალისა. 

„ღონისძიებამ ძალიან კარგად ჩაიარა, ის მოსწავლეებისთვის წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი იყო, რათა კიდევ უფრო მეტ პროექტში ჩაერთონ. რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობ, ფიქრობ, რომ გამარჯვების შანსი არის. პირველი ადგილის დაკავების იმედი გვქონდა. ძალიან კარგი იყო, რომ ღონისძიება გუნდურად გაიმართა - მას თითქოს ბევრი რისკი, გაბედულება და თავდაჯერებულობაც ახლდა. ამ ყველაფერმა კი ჩვენს სკოლას გამარჯვება მოუტანა. მოსწავლეები ღონისძიებაზე ისეთი განწყობით მოვიდნენ, რომ სკოლაში პირველი ადგილის გარეშე არ დაბრუნდებოდნენ“,- განაცხადა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის დირექტორმა ეკა ღოღობერიძემ. 

   

etaloni.ge-ს ემოციები და მოლოდინები გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა - მე-7 კლასის მოსწავლე საბა მომცელიძემაც გაუზიარა. 

„კონკურსისთვის განსაკუთრებულად არ მოვმზადებულვარ, მასწავლებლებმა გაგვაფრთხილეს, რომ უფრო სააზროვნო კითხვები იქნებოდა. ჩემს კაპიტნობას რაც შეეხება, ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო, სასიამოვნო, საინტერესო და ოდნავ დამძაბველიც იყო, რადგან გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო. თავიდანვე ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები, სამეულში შესვლას უფრო ველოდით, ვიდრე პირველ ადგილს. ჩვენ დაგროვილი ქულები წინასწარ დავაჯამეთ, ამიტომაც, როდესაც თქვეს, რომ გამარჯვებულს 80 ქულა ჰქონდა, ვიცოდით, რომ საუბარი ჩვენზე იყო“,- ამბობს გუნდის კაპიტანი საბა მომცელიძე.



ასევე იხილეთ:

ამბროლაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა

ამბროლაურში „ეტალონის გუნდურ ჩემპიონატი“ მიმდინარეობს

იხილეთ ღონისძიების ფოტოალბომი სრულად ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

თანხის გადახდის ბოლო ვადა აპლიკანტებს დღეს, 5 ივნისის 18:00 საათამდე აქვთ - დეტალური ინფორმაცია

სკოლეში გამოცდები 24 ივნისამდე ჩატარდება

საზაფხულო ბაღებში ის ბავშვებიც ივლიან, ვინც წელს სკოლაში შედის - განმარტებები

მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა და სასწავლო რესურსები... - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი დოკუმენტი

სკოლის დირექტორების საყურადღებოდ - დარღვევების ოქმებთან დაკავშირებით emis-ის ინსტრუქცია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლის წარმატება და მე-7 კლასელს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა მოილოცეს ანტონ მარტყოფელის მამათა მონასტერი, ითამაშეს ბუნებაში და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან
 
მოსწავლეებისთვის შეხვედა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება