სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ფობიები, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს - ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია, ატიქიფობია, ლალოფობია
01-10-2023
-
+


ფობიის არაერთი სახეობა არსებობს, გაგიკვირდებათ და ადამიანებს რიცხვებისაც კი ეშინიათ, მაგალითად, ოქტოფობია 8-ანის შიშია, თუმცა ამაზე მოგვიანებით. დღეს განვიხილავთ განათლებასთან დაკავშირებულ ფობიებს, რომლებიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს.

განათლება სკოლებიდან იწყება, პირველი ფობიაც - სქოლიოფობია, რომელიც სკოლის შიშს გულისხმობს. მოსწავლეებს ის ჩვეულებრივ, სახლიდან გასვლისას უვლინდებათ, ეწყებათ პანიკური შეტევა, რომელიც მხოლოდ მაშინ ქრება, როცა დარწმუნდებიან, რომ სკოლაში არ წავლენ.

შემდეგი გახლავთ - ბიბლიოფობია, ის წიგნების შიშია, რომელიც ჩვეულებრივ იწყება ადრეულ ასაკში, მაგალითად, სკოლაში, როდესაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ კითხვის  უსიამოვნო გამოცდილება. აი მაგალითად, ბავშვი, რომელსაც უჭირს კითხვა და ხმამაღლა უნდა წაიკითხოს ტექსტი, რადგან ამას მასწავლებელი სთხოვს. კლასის წინ კითხვას იწყებს, ამას ძალიან ნელა აკეთებს და ნერვიულობის გამო სიტყვა ებმის, რასაც შესაძლოა თანაკლასელების სიცილი მოჰყვეს, მასწავლებლის საყვედური, კრიტიკა და ა.შ. წლების შემდეგაც კი, ყოველ ჯერზე, როცა ტექსტი უნდა წაიკითხოს, მას ახსენდება უსიამოვნო გამოცდილება. კითხვის შიში წიგნის შიშად გარდაიქმნება და მას, ბიბლიოფობია უვითარდება. 

ატიქიფობია - წარუმატებლობის შიშია, რომლის გამოც ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარ თავში იპოვოს ძალა, ის დაბრკოლებასაც მარტივად ნებდება. ამ დროს, ადამიანი ხშირად წინასწარ განაწყობს თავს უარყოფითი შედეგისთვის და იჯერებს კიდეც, თითქოს წარმატება მხოლოდ რჩეულთა ხვედრი იყოს. ეს არის შეცდომის დაშვების, მარცხისა და წარუმატებლობის ფობია - მუდმივი შიში.

ლალოფობია - საუბრის შიში, ამ დროს ადამიანს ლაპარაკისა და ენაბორძიკობის აღმოჩენების შიში აქვს.

და ბოლოს, ამ ფობიის სახელის წარმოთქმამაც კი შეიძლება შეაშინოს ადამიანი, ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალოფობია — ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ ეს გრძელი სიტყვების წარმოთქმის შიშია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება