სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დისველის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეები უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მიიღეს
22-09-2023
-
+


ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. უდიდესი სიყვარულით მიიღეს 6 პირველკლასელი - მილედი ნაჩაიძე, გიორგი კახაძე, ნინა შაინიძე, მანსური მახარაძე, ბარბარე შაინიძე და მარი აფციაური. მათ დამირგებელი ნარგული კახაძე შეეგება და წარმატება უსურვა. პატარა მოსწავლეებს კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. 

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. სასკოლო საზოგადოებას და განსაკუთრებით, პირველკლასელებს სწავლის დაწყებას მასწავლებელი ნინო დოხტურიშვილი ულოცავს. 

„მომავლის თაობა, თაობა, რომელზეც ორიენტირებულია სამყარო, ორიენტირებულია ერი, ბერი და სახელმწიფო - ეს არის მოზარდებით შექმნილი ჯგუფი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია, განათლებული არსით და აზროვნებით, ადამინური ღირებული პრინციპებით გამოძერწილი. სწორედ ამას ვემსახურებით თითოული ადამიანი, რომელიც საძირკვვლად უდევს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესს. სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემი მოსწავლეები, რომელთა მსოფლხედველობაში ნათლად ვხედავ დიდ სიყვარულსა და ემოციას ყველაფრის მიმართ, რაც მათ გარშემო სუფევს...
ასლან შაინიძის სახელობის სოფელ დისველის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებს დაულოცავ გზას ნათელ მომავლისკენ და დიდი სიყვარულით მიულოცავ ახალი მწვერვალების დაპყრობას სასწავლო ცხოვრების გზაზე“,- აღნიშნავს ნინო დოხტურიშვილი. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება