სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე“... - საბავშვო ბაღების საკითხი სხდომაზე განხილეს
20-09-2023
-
+


თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე საბავშვო ბაღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბაღის აღსაზრდელთა უსაფრთხოება, მათი მაღალი ხარისხის კვებით უზრუნველყოფა, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„ყველა საბავშვო ბაღში გვაქვს ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელი, შესაბამისი კალორაჟის, ჯანსაღი, უფასო კვება. ამ კუთხით, გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე: ზაფხულის არდადეგების პერიოდში 150-ზე მეტ საჯარო საბავშვო ბაღში სამზარეულოს ბლოკებში და სანიტარიულ-ჰიგიენურ წერტილებში ჩავატარეთ სარემონტო-კეთილმოწყობის სამუშაოები; აღვჭურვეთ საბავშვო ბაღები თანამედროვე სამზარეულოს ტექნიკით და ინვენტარით; განხორციელდა პერსონალის გადამზადება და სერტიფიცირება; თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაღში დავნერგეთ სურსათის უვნებლობისა და კვების უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა HACCP (ჰასპი). ამ ღონისძიებების გატარების შემდეგ, გადავდივართ უსაფრთხოების უფრო მაღალ, საერთაშორისო სტანდარტებზე“.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქი ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღით შეხვდა, წლის ბოლომდე კი კიდევ ექვსი ბაღის მშენებლობა დასრულდება. გაიხსნა N130 საბავშვო ბაღი სამგორის რაიონში, N125 საბავშვო ბაღი ჩუღურეთის რაიონში და N108 საბავშვო ბაღი კრწანისის რაიონში. გარდა ამისა, წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა და ეს ბაღებიც ეტაპობრივად შევა ექსპლუატაციაში. ახალი ბაღების მშენებლობა ემსახურება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ამ მიმართულებით კიდევ არაერთი პროექტი განხორციელდება.

„ყველას გვახსოვს, რა მდგომარეობა იყო ბაღებში, ყველანაირი თვალსაზრისით - ინფრასტრუქტურის თუ კვების მიმართულებით. დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ვამაყობ ამით, რადგან მე, როგორც ქალაქის მერს, პატარა წვლილი მაქვს შეტანილი ამ ყველაფერში, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი დამსახურება აქვთ ჩემს თანაგუნდელებს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც უშუალოდ ამ მიმართულებით მუშაობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება