| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N141 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლის ეზოში გრანდიოზული ღონისძიებით აღინიშნა, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს, მუსიკალური ნომრები წარადგინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
პედაგოგებმა და დირექციამ მათთვის სკოლის გარემო საზეიმოდ მორთეს, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
დირექტორი მარინე სამუშია ყველა მოსწავლეს წარმატებულ სასწავლოს წელს უსურვებს.
„სასწავლო წელი, ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესია. განსაკუთრებით ვულოცავ, პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. თქვენთვის ცხოვრებაში ძალინ მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. მინდა თითოეულ თქვენგანს წარმატებები ვუსურვო. გახსოვდეთ, რომ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენი განათლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა