სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდების კალენდარი ცნობილია - NAEC
19-09-2023
-
+


პროექტ „სერტუსის“ფარგლებში რეგისტრაცია ინგლისური ენის ცოდნის დონის დადგენის მსურველებისათვის 18 სექტემბრის 10:00 საათიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 27 სექტემბერს ჩატარდება.  
 
ტესტირებაში მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა.
 
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.  
 
შეგახსენებთ, რომ პროექტი „სერტუსი“ 2017 წელს შეიქმნა. რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მაისის თვიდან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროექტის განახლებულ და ტექნოლოგიურად კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა რამდენიმე ტესტირება. ცნობილია მომდევნო  ტესტირებების თარიღებიც - გამოსაცდელს შეუძლია მისთვის ხელსაყრელი დრო წინასწარ გამოქვეყნებული კალენდრიდან აირჩიოს. ყოველი რეგისტრაცია გამოცდამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოცხადდება.
 
„სერტუსი“ საქართველოში მომზადებული ერთადერთი საერთაშორისო დონის სრულად ელექტრონული სისტემაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგისტრაციაც, ტესტირებაცა და გასწორების პროცესიც ელექტრონულად მიმდინარეობს. ის პასუხობს თანამედროვე შეფასების მეთოდოლოგიის სტანდარტებს და შეესაბამება როგორც სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო კომპანიების მოთხოვნებს, ისე სწავლის გაგრძელებისა თუ მუშაობის დაწყების მსურველთა საჭიროებებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება