სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

თუ ბავშვს სკოლაში პირველად ტოვებთ - რჩევები მშობლებს
16-09-2023
-
+


შემოდგომა და კონკრეტულად სექტემბერი სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს ახალი სასწავლო წელი იწყება და მოსწავლე-მასწავლებლები ჩვეულ რუტინაში ერთვებიან. 

თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც სკოლა პირველი გამოცდილებაა - ესენი პირველკლასელები არიან. ზოგჯერ, პატარა მოსწავლეებზე მეტად, მათი მშობლები იბნევიან, არ იციან როგორ მოიქცნენ, ბავშვის სკოლაში დატოვებისას ძალიან ნერვიულობენ და ვერ ხვდებიან, ადრე მიაკითხონ თუ გაკვეთილების დამთავრებისას. 

იმ მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს სკოლაში პირველად ტოვებენ, უცხოელმა ფსიქოლოგმა რჩვები ჩამოაყალიბა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ სასკოლო ცხოვრებისთვის მომზადება ადრიდანვე დაიწყოს. ასე მოსწავლეებს სკოლაში დარჩენა გაუმარტივდებათ და გართულებები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. 

შვილს წინასწარ დაელაპარაკეთ 

აუცილებელია, აუხსნათ, სკოლაში რას უნდა ელოდეს, როგორი რეჟიმი ექნება. სასურველია, რომ მოსწავლე მომავალ სკოლაში სასწავლო წლის დაწყებამდე მიიყვანოთ, დაათვალიერებინოთ და მასწავლებელიც გააცნოთ - ასე შეგუება ბევრად გაუმარტივდება. 

ბავშვს თქვენი იმედი უნდა ჰქონდეს

სკოლაში დატოვებისას უთხარით, რომ თუ რაიმე მოხდება, თქვენ მასწავლებელი დაგირეკავთ და ყველაფერს გეტყვით. ასევე, შეგიძლიათ, პედაგოგს სთხოვოთ, რომ თუ იტირებს, დაგიკავშორდეთ. 

გაკვეთილის დაწყებისთანავე არ წახვიდეთ 

თუ შესაძლებლობა გაქვთ, გაკვეთილის დაწყებისთანავე არ წახვიდეთ და მხოლოდ მაშინ დატოვეთ შენობა, როდესაც დარწმუნებდებით, რომ ყველაფერი რიგზეა. ზოგირთი მშობელი გაკვეთილების ბოლომდე სკოლაში რჩება და შვილს დასვენებებზე ნახულობს. მთლიანდ გამართლებული არც ესაა, რადგან ბავშვებს თავისუფლება და დამოუკიდებლობა სჭირდებათ. 

სანამ წახვალთ, უთხარით, რომ მიდიხართ და აუცილებლად დაემშვიდობეთ 

ბავშვებმა დამშვიდობებისა და დარჩენის მნიშვნელობა უნდა იცოდნენ. თავიდანვე უნდა აუხსნათ, რომ სკოლაში ბევრ საინტერესო რამეს გაიგებს, თანატოლებს გაიცნობს და მათთან დროს ნაყოფიერად გაატარებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება