სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

ვინ არის მასწავლებელი, რომლის ქონებაც მილიარდ 500 მილიონი დოლარია?
10-09-2023
-
+


ალბათ, ყველა თანხმდება, რომ მასწავლებლების საქმიანობა ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა. როგორც სკოლაში მუშაობას, ის მოსწავლეების კერძოდ მომზადებას თან უამრავი გამოწვევა ახლავს. ამ ყველაფრის ფონზე კი პედაგოგების შემოსავალი მაღალი არ არის. ამას თავად აღნიშნავენ და ამბობენ, რომ მიღებული ანაზღაურება ვერ აკმაყოფილებთ. 

თუმცა, მთელ მსოფლიოში არიან მასწავლებლები, რომლებმაც ინოვაციები დანერგეს და მათი ქონება მილიარდობით დოლარიც კია.
მაგალითად, ასეთია სალმან ხანი, რომელიც ამერიკელი განმანათლებელი, მეწარმე, უფასო ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა ხანის აკადემიის დამაარსებელია. დღესდღეობით, მისი ქონება მილიარდ 500 მილიონ დოლარს შეადგენს.

87 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებლითა და 30 მილიონზე მეტი ყოველთვიური ვიზიტორით, Khan Academy მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ განათლების პლატფორმა გახდა. თავად სალმან ხანს კი, რომელიც განათლებით მათემატიკოსია, ადგილი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 10 მასწავლებელს შორის უჭირავს.

ის ლუიზიანაში, აშშ, 1976 წელს დაიბადა. სალმან ხანი მათემატიკის, ელექტრო ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების ხარისხს ფლობს. ფინანსურ ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ხანი სამსახურიდან წამოვიდა და ბიძაშვილებისთვის საგანმანათლებლო ვიდეოების შემუშავებაზე გადაერთო, ის მათ მათემატიკაში ეხმარებოდა. შემდეგ მსგავსი ვიდეოები „იუთუბზე“ განათავსა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. საგანმანათლებლო მასალა ბევრმა ადამიანმა ნახა. მხოლოდ პირველ წლებში მისმა ვიდეოებმა 458 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.

დღესდღეობით კი, სალმან ხანი საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ყველა გავლენიანი ადამიანია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება