სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ფინელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, როგორი კვებაა სასარგებლო ბავშვის ინტელექტის გასავითარებლად
02-09-2023
-
+


ფინელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს, რომელიც ორი წელიწადი გაგრძელდა. მათი ნაშრომი სამეცნიერო გამოცემა Scandinavian Journal of Medicine & Science in Sport-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები შეეცადნენ გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს ბავშვების ცხოვრების ესა თუ ის წესი მათ კოგნიტურ შესაძლებლობებზე. კერძოდ, საუბარი ეხება, კვების რაციონს, ფიზიკური აქტივობის დონეს და, ასევე, თავისუფალი დროის გატარების ხერხებს.

როგორ მიმდინარეობდა ექსპერიმენტი?

კვლევის მონაწილე ფინეთის ქალაქ კუოპიოს 397 მოსწავლე გახდა, რომლებიც ექსპერიმენტის დასაწყისში 6-9-წლამდე ასაკის იყვნენ. ისინი ორ ჯგუფად დაყვეს - ექსპერიმენტულ და საკონტროლო ჯგუფებად. 

ორწლიანი კვლევის მანძილზე პირველი ჯგუფის მონაწილეებმა, მშობლების თანხლებით, ფსიქოლოგებთან და დიეტოლოგებთან ექვსი სეანსი გაიარეს. ამ ოჯახებმა ინდივიდუალური და დეტალური რეკომენდაციები მიიღეს, როგორ გაეუმჯობესებინათ რაციონი, გაეზარდათ ფიზიკური აქტივობა და ნაკლები დრო გაეტარებინათ მჯდომარედ. 

გარდა ამისა, მათ დაურიგეს საინფორმაციო ბიულეტენები რეკომენდაციების მნიშვნელობის შესახებ ასევე, გააცნეს ქალაქში სპორტით დაკავების სხვადასხვა ვარიანტები და შესაძლებლობები. ამასთან ერთად, მათ მატერიალური დახმარება გაუწიეს, რომ დაეფარათ სპორტული საქმიანობის საფასური და შეეძინათ ყველაფერი რაც სჭირდებათ. 

საკონტროლო ჯგუფის ბავშვებმა და მათმა მშობლებმა კი მიიღეს მხოლოდ საერთო რეკომენდაციები კვებისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ. 

კვლევის დაწყებამდე და მის შემდეგ მეცნიერები ზომავდნენ ბავშვების ინტელექტის დონეს. ამისთვის იყენებდნენ  რეივენის პროგრესული მატრიცების ტესტს, ასევე, მოსწავლეებს უზომავდნენ ზოგიერთ ფიზიკურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება კვების ხარისხს, ეტალონად სკანდინავიური დიეტა აიღეს, რომელიც გულისხმობს ხილის, კენკრის, ბოსტნეულის, ბოჭკოვანი მარცვლეულის, უცხიმო რძისა (<1%) და თევზეულის გამოყენებას. არასასურველ პროდუქტებს კვების ამ მოდელში მიეკუთვნება, მაგალითად, წითელი ხორცი და ძეხვეული. 

თუ როგორ მისდევდნენ ბავშვები დიეტას, ნაშრომის ავტორებმა შეისწავლეს კვების დღიურების მიხედვით, რომელთაც მათი თხოვნით ოჯახები აწარმოებდნენ. 

ფიზიკური აქტივობის დონეს კი ზომავდნენ არა მხოლოდ სპეციალური ანკეტების, არამედ გულისცემისა და სხეულის მოძრაობის მონიტორინგის სენსორებით, რომელსაც ბავშვები ატარებდნენ (მართალია, ასეთ ღონისძიბას მიმართავდნენ არა მუდმივად, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში, კვლევის დასაწყისსა და დასასრულს).

რა გაარკვიეს მეცნიერებმა?

შედეგად ინტელექტის უფრო მაღალი მაჩვენებლები აჩვენეს იმ ბავშვებმა, რომლებიც მოიხმარდნენ უცხიმო რძეს და შეამცირეს რაციონში წითელი ხორცისა და ძეხვეულის წილი, ასევე ხშირად იყვენენ დაკავებულნი სპორტით და ბევრს კითხულობდნენ. 

წინარე კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეძლეს აეხსნათ, რა შეიძლება იყოს ასეთი კავშირის მიზეზი. მაგალითად, რძე მდიდარია ცილითა და კალციუმით, რაც ბავშვების განვითარებაზე დადებით გავლენას ახდენს. 

რაც შეეხება წითელ ხორცსა და ძეხვეულს, რაციონში მათ ჭარბ რაოდენობას ადრე ტვინზე უარყოფით შედეგებს უკავშირებდნენ. მაგალითად, ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი კვებისგან ნეიროპლასტიურობა მცირდება. ნეიროპლასტიურობა კი გულისხმობს თავის ტვინის შეცვლის უნარს, გამოცდილების შესაბამისად.

კითხვა, თავის მხრივ, მოითხოვს სამეტყველო, ვიზუალურ და სმენით დატვირთვას, ასევე, წარმოსახვით უნარს. ამ ყველაფერს კი შეუძლია კოგნიტური უნარების განვითარება.

ორგანიზებულ სპორტს კი შეუძლია დადებითად იმოქმედოს ინტელექტზე. რადგან ის მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას, არამედ სპეციალურ ინტერაქციას, მიზანზე ორიენტაციას, წესებისა და ტექნიკის დამახსოვრებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

სიახლეები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

მილიონ ლარიანი ტენდერი თბილისის საბავშვო ბაღებისთვის - სააგენტო საბნებს, საწოლის თეთრეულსა და ქსოვილის სხვა ნივთების განახლებას გეგმავს

„გზამკვლევი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის“ გამოქვეყნდა 

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

„დარწმუნებულები ვართ, მიღებული გამოცდილება ჩვენი მოსწავლეების წარმატებაზე აისახება!“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

არც ერთ ვერსიას არ აქვს ზუსტი დოკუმენტური მტკიცებულება. თუმცა ყველა ამ ტრადიციას შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიცილის დღის ჩამოყალიბებაზე. 

გაკვეთილების დაწყების მოქნილი განრიგი მოსწავლეთა კეთილდღეობისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას იწვევს.

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება