სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

English Book Education-მა საზაფხულო სკოლის ორივე ნაკადი დაუვიწყარი მოგონებებით დაასრულა
02-08-2023
-
+


English Book Education-მა საზაფხულო სკოლის ორივე ნაკადი შთამბეჭდავი ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაასრულა: 

„უცხოელი მასწავლებლები აღფრთოვანებული არიან ბავშვების კრეატიულობითა და პროდუქტიულობით. ეს არის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დაფუძნებული საზაფხულო სკოლა, სადაც უამრავ პროექტს ვაკეთებთ. სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის მორგებული კურიკულუმი გვაქვს, რომლის წარმართვაშიც ჩვენი სტუდენტები გვეხმარებოდნენ. Young Learner-ებსა და Middle School-ს განსხვავებულ თემატიკაზე მორგებული აქტივობები ჰქონდათ კვირის დღეებში, როგორებიცაა:

  • ლიტერატურა - მოსწავლეებმა გაწერეს საკუთარი script და შემდეგ წარადგინეს საკუთარი სპექტაკლი;
  • მეცნიერება - მოსწავლეებმა ჩაატარეს სხვადასხვა ქიმიური და ფიზიკური ექსპერიმენტები;
  • შერლოკ ჰოლმსის დღე - სადაც ცნობილი გამომძიებლის როლი მოირგეს და სხვადასხვა თავსატეხი ამოხსნეს;
  • მოდელირებული სასამართლო - მოსწავლეებმა გამოცადეს სასამართლო მოსმენები სხვადასხვა პოზიციიდან.
ხოლო შაბათ-კვირას მათი აქტივობები, უფრო ფიზიკურად იყო დატვირთული და კლასგარეშე სამუშაოებზე ორიენტირებული, როგორებიცაა: ფეხბურთისა და კალათბურთის ჩემპიონატები, ხატვა და მუსიკა.

 
რაც შეეხება, High School-ს მათ ჰქონდათ საუნივერსიტეტო საგნები, როგორებიცაა: სოციალური მედია, ფინანსები, ვებ დეველოპმენტი და მიღებული ცოდნით მათ შექმნეს საკუთარი ბიზნეს გეგმა, რომელიც ეხებოდა მათ არჩეულ სერვისსა თუ პროდუქტს, და საბოლოოდ წარადგინეს პრეზენტაციების სახით ჩვენივე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წინაშე. ბოლო დღეს არამხოლოდ პრეზენტაციები, არამედ მოსწავლეების დადგმული სპექტაკლებიც ვიხილეთ, ასევე ამ 2 კვირის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა ბენდებმაც დაუკრეს სხვადასხვა ინსტრუმენტებზე და შეგვისრულეს მუსიკები და შევაჯამეთ დაჯილდოების ცერემონიით. უამრავი დადებითი ემოცია, დაუვიწყარი მოგონება და სიხარულისა და ბედნიერების ცრემლები ვნახეთ, რომლებიც ზუსტად ის მიზეზებია, თუ რატომაც უნდა შემოგვიერთდეთ საზაფხულო სკოლაში, ხოლო ვიდრე მომავალი წლის საზაფხულო სკოლისათვის რეგისტრაციები დაიწყება, იქამდე წიგნის კლუბში, სადაც უცხოელ მასწავლებლებთან ონლაინ რეჟიმში თქვენთვისვე მოსახერხებელ გრაფიკზე სხვადასხვა მსოფლიო ლიტერატურაში აღიარებულ წიგნებს განიხილავთ.



რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/beBDH

წიგნის კლუბზე მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://kingsnqueens.co.uk
 
მადლობას ვუხდით თითოეულ მშობელს, მოსწავლეს, მასწავლებელს, კოორდინატორსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ უნიკალურ საზაფხულო სკოლაში.“ 




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

მეორადი ჩარიცხვებზე რეგისტრაცია დაიწყო - ინსტრუქცია, ცნობარი და ყველა მნიშნელოვანი დეტალი ცნობილია 

პიროვნება

„გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი“

სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება