სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს“ - კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსი
09-05-2018
-
+


„გამოძიების დღევანდელი შედეგების მიხედვით, მოზარდების თვითმკვლელობებს ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპთან“ კავშირი არ აქვს,“ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის პრევენციის დეპარტამენტის უფროსმა ივანე კაციტაძემ განაცხადა. 

აღნიშნული განცხადება ივანე კაციტაძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გააკეთა, სადაც კიბერდანაშაულის საკითხებზე მსჯელობდნენ. 

კაციტაძის თქმით, ინტერნეტთამაშ „ლურჯ ვეშაპს“ არ აქვს არც აპლიკაცია, არც ვებგვერდი და გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. 

2017 წლის 30 მაისს დაწყებული გამოძიების დეტალები და შედეგები კომიტეტზე დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გიორგი ჯაფარიძემ გააცნო. 

„2017 წლის 30 მაისს დაიწყო გამოძიება კონკრეტულად „ლურჯი ვეშაპის“ თამაშის შემქმნელების მხრიდან არასრულწლოვანთა თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან აქტიურად ვთანამშრომლობდით. ჩვენთან მანდატურის სამსახურიდან უამრავი კონკრეტული შეტყობინება შემოვიდა. ასევე, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობდა, თვითონ მშობლები, დაინტერესებული პირები, ოჯახების ახლობლები განცხადებით მოგვმართავდნენ. უკვე ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა რამოდენიმე ათეული ახალგაზრდა, მათი მშობლები, ახლობლები, კონკრეტული პირები, ვისაც შესაძლოა კავშირი ჰქონოდა ან რაიმე სცოდნოდა. თუმცა სრული პასუხისმგებლობით შემიძლია მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით არც ერთი კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა. ინტერნეტთამაში „ლურჯი ვეშაპი“ ორი წლის განმავლობაში რუსეთში აქტიურად გავრცელდა და დღემდე მითი და რეალობა ერთმანეთში არეულია. აღნიშნულ თამაშთან დაკავშირებით ორი პიროვნებაა დაკავებული - თამაშის შემქმნელი და ერთ-ერთი მენტორი. საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და მათი ბრალეულობა ჯერჯერობით არაა დადასტურებული და არ არის დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი,“ - აღნიშნა გიორგი ჯაფარიძემ. 

იხილეთ ასევე:

სახიფათო ინტერნეტ თამაშის მსხვერპლი გოგონას დედა საზოგადოებას მიმართავს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი სასიკვდილო ინტერნეტთამაშშია ჩართული? - კონკრეტული რეკომენდაციები მშობლებს ფსიქოლოგისგან

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება