სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დღეს მთელ სექტორში გოგო მარტო მე ვიყავი“- აბიტურიენტი ტაბარექ ალჯობორი ფიზიკის გამოცდაზე და მომავალ გეგმებზე
27-07-2023
-
+


„დღეს მთელ სექტორში გოგო მარტო მე ვიყავი“,- ამბობს აბიტურიენტი ტაბარექ ალჯობორი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ფიზიკის გამოცდით დაასრულა. ის სწავლის გაგრძელებას სამედიცინო, კერძოდ, სტომატოლოგიის მიმართულებით გეგმავს. 

ეთნიკურად არაბი აპლიკანტი etaloni.ge-სთან ამბობს, რომ ფიზიკის გამოცდა მისთვის რთული სხვადასხვა ფაქტორის გამო იყო. ერთი - ეს თავად საგნის სპეციფიკაა, ხოლო მეორე ის, რომ ზოგიერთი დავალების პირობის გაგება ენობრივი ბარიერის გამო გაუჭირდა. ამიტომაც, ფიქრობს, რომ დაახლოებით, 30 ქულას მოიპოვებს. 

„მე არაბი ვარ, ქართული სკოლა დავამთავრე და ახლა ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ. ფიზიკის გამოცდა ძალიან ძნელი იყო, მაგრამ ვინც ემზადებოდა და მეცადინეობდა, ბარიერს აუცილებლად გადალახავს. მე პირადად, დაახლოებით 30 ქულას ველოდები. მინდა, რომ სტომატოლოგია ვისწავლო, ამისთვის კი ფიზიკა უნდა ჩამებარებინა. ეს საგანი სკოლაშიც ძალიან მიყვარდა, ფიზიკის ჩაბარება ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი იყო. 

ტესტების შესასრულებლად დრო ნამდვილად საკამარისო იყო. იყო დავალებები, რომლებიც მეტად გამიჭირდა, მაგალითად, სამქულიანები და ერთი 5-ქულიანი ვერ დავწერე. გამოცდა ხომ რთული იყო, მაგრამ მე თან ეთნიკურად ქართველი არ ვარ და ზოგიერთი პირობის გაგება ბოლომდე გამიჭირდა.“,- ამბობს აპლიკანტი. 

აბიტურიენტთა ნაწილი ამბობს, რომ ფიზიკას გრანტის მოპოვების უფრო მაღალი შანსის გამო აბარებენ. ამ საკითხზე ტაბარექ ალჯობორიმაც ისაუბრა. მისი თქმით, ეს საგანი ძალიან რთულია, აპლიკანტებს ცოდნა უნდა ჰქონდეთ, თორემ ისე მხოლოდ ბარიერს თუ გადალახავენ და გრანტის შანსი ნაკლებადაა. 

აპლიკანტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ფიზიკას ბიჭებთან შედარებით, ნაკლები გოგო აბარებს. 

„დღეს მთელ სექტორში გოგო მარტო მე ვიყავი. გაცილებით მეტი ბიჭი აბარებს ფიზიკას, ვიდრე გოგო. ჩემი აზრით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბიჭებს მათემატიკა და ფიზიკა ისეთ ფაკულტეტებზე ჩასაბარებლად სჭირდებათ, როგორიცაა კომპიუტერული ტექნოლოგიები. ეს მიმართულება მეტ ბიჭს აინტერესებს“,- თქვა ტაბარექ ალჯობორიმ.

საბოლო ჯამში, აბიტურიენტი გამოცდით კმაყოფილი იყო და იმედოვნებს, რომ სწავლას სასურველი მიმართულებით გააგრძელებს. მანვე აღნიშნა, რომ სხვა გამოცდებზე ენობრივი ბარიერის გამო, რაიმე დაბრკოლება არ შექმნია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

1-ელი ოქტომბრიდან მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა იცვლება

რას ნიშნავს „სიქს-სევენ“, რომელსაც მასწავლებლების გასაბრაზებლად ბავშვები ხშირად იყენებენ და რატომ დააბნია მასწავლებლები მთელ მსოფლიოში

უმაღლესის მიღმა დარჩენილი აბიტურიენტების საყურადღებოდ - განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება