სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

დამტკიცდა საბავშვო ბაღის სტანდარტი, რომლის შესრულებაც ყველასთვის სავალდებულოა 
26-07-2023
-
+


ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების დამტკიცების შესახებ ბრძანებაში, მთავრობის გადაწყვეტილებით ცვლილებები შევიდა. 

დოკუმენტის მიხედვით სტანდარტში 8 ძირითადი მიზნა განსაღვრული და მისი დაკმაყოფილება ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულოა.

გაეცანით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფეროსა და მიზნებს:

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების რეგულირების სფერო და მიზნები 
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები (შემდგომში – სტანდარტები) განსაზღვრავენ თუ რა ცოდნას, უნარ-ჩვევებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს უნდა იძენდეს ბავშვი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ფარგლებში, ასევე, განსაზღვრავს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) გარემოსა და საგანმანათლებლო ხარისხის სტანდარტს. 

სტანდარტი სავალდებულოა ყველა დაწესებულებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა). 

იხ. დოკუმენტი სრულად


სტანდარტის მიზნებია: 

ა) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესისათვის ხელის შეწყობა; 
ბ) ადრეული ან/და სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარების მიზნით მისაღწევი შედეგების განსაზღვრა დაბადებიდან ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში შესვლამდე; 
გ) დაწესებულებების მიერ თითოეულ ბავშვთან, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის და/ან სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვის უზრუნველყოფისთვის პროგრამის ხარისხის მახასიათებლების განსაზღვრა;  
დ) ბავშვის ჰოლისტური განვითარების უზრუნველყოფა; 
ე) სკოლისათვის მომზადების უზრუნველყოფა; 
ვ) დაწესებულებებში ხარისხიანი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემოს მახასიათებლების განსაზღვრა 
ზ) ბავშვის განმავითარებელი უსაფრთხო და პოზიტიური სააღმზრდელო და საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

იხილეთ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტი

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება