სიახლეები
ეტალონი

„ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ“-2023 წლის საჩხერის, ლაგოდეხის, შუახევის, ჩხოროწყუს და ტყიბულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
20-06-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ ჩემპიონატი „ეტალონი“ წლებია რაც ტარდება და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან. ჩემპიონატის მიზანია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარება, წახალისება, მოტივირება და მათი ინტელექტის დონის ამაღლება.

15 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის საჩხერის, ლაგოდეხის, შუახევის, ჩხოროწყუს და ტყიბულის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით, 16 მაისიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგნენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ Etaloni.ge - სთან „ეტალონის“ მე-2 ეტაპის გამარჯვებულმა - „ეტალონმა მოსწავლეებმა“, სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს: 

მარიამ გაბარაევი, „საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ - მერჯევის საჯარო სკოლა:

აღფრთოვანებული ვიყავი, პირველ ეტაპზე 60 ქულა ავიღე, მეორეზე კი - 95. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი სკოლის დამსახურებაა ეს წარმატება. მინდა მადლობა გადავუხადო სკოლის დირექტორს და ჩემ დამრიგებელ დალი მოდებაძეს, მათ დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ აქამდე მოვედი და ამ მიზანს მივაღწიე. გამარჯვების შემდგომ გამიჩნდა სურვილი კიდევ უფრო მეტს მივაღწიო. 

მაკა დეკანოიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, „ეტალონმა“ სკოლაში დიდი ინტერესი გამოიწვია, თითქმის ყველა ბავშვს უნდოდა პროექტში ჩართვა, მინდა აღვნიშნო, რომ ბავშვები ძალიან მოტივირებულები იყვნენ, რაც  უმნიშვნელოვანესია. მოხარული ვარ, რომ მეორე ეტაპის გამარჯვებული, მუნიციპალიტეტში ჩვენი სკოლის მოსწავლე გახდა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და სკოლას ამ დიდი წარმატებას და ვუსურვებ წინსვლას. „ეტალონს“ დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვთანამშრომლობთ თქვენთან.

ხათუნა დეკანოიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

პირველ რიგში ძალიან ბედნიერები ვართ. მარიამი არის მიზანდასახული, ჭკვიანი და ნიჭიერი. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი პროექტი მოსწავლეებს განვითარებაში უწყობს ხელს და მოტივაციას აძლევს მათ. რაც მთავარია თავად გამოხატავენ ინტერესს და ყოველთვის დიდი ენთუზიაზმით ელიან პროექტის დაწყებას.

საბა ფოლადაშვილი, „ლაგოდეხის ეტალონი მოსწავლე“ - ცოდნისკარის საჯარო სკოლა:

ძალიან ემოციური იყო ჩემთვის გამარჯვება. რაც შეეხება ტესტებს, ვფიქრობ არ იყო მარტივი, მოსამზადებლადაც არ მქონდა დრო და მიხარია, რომ ამის მიუხედავად გავხდი გამარჯვებული. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება, მინდა აღვნიშნო, რომ უფრო თავდაჯერებულიც გავხდი.

ლალი გელაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

პროექტს დადებითად შევაფასებ, ძალიან საინტერესო, ბევრის მომცემი და შემეცნებითია ბავშვებისთვის. საბა ძალიან მიზანდასახული ბავშვია, შესაბამისად მისი ეს წარმატება არ გაგვკვირვებია. ზოგადად ბავშვებში არის „ეტალონის“ მიმართ დიდი ინტერესი და ეს ფაქტი ძალიან სასიხარულოა.

ციური პაქსაშვილი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

პირველ რიგში მინდა საბაზე ვისაუბრო, ის ძალიან ყოჩაღი, განათლებული და ნაკითხი ბავშვია, არაერთ წარმატებას მიაღწია უკვე და ვფიქრობ წინ კიდევ ბევრია. ჩვენ ძალიან მოგვწონს „ეტალონი“, მოსწავლეებისთვის ბევრის მიმცემია, საბას გამარჯვებამ კი, მათში უფრო აამაღლა მოტივაცია.


მამუკა ცინცაძე, „შუახევის ეტალონი მოსწავლე“ - საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლა:

კითხვებით ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავე. იმედია ამ გამოცდილებას არ დავივიწყებ და აუცილებლად გამოვიყენებ სამომავლოდ. მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა საკუთარი თავი წარმომეჩინა „ეტალონში“. მიღწეული შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ირა აბულაძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის დირექტორის მოადგილე:

ძალიან საინტერესო და ამავდროულად შემეცნებითი პროექტია. როცა მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში დარეგისტრირდნენ, მას შემდეგ აქტიური მომზადება დაიწყეს კონკურსისთვის. ვერ წარმოიდგენთ გაკვეთილზე, რამდენ საკითხსა და თემას ვეხებოდით, რომ მოსწავლეებს ცოდნა გაეღრმავებინათ და კონკურსში საკუთარი შესაძლებლობები წარმოეჩინათ. არა მარტო ჩემს გაკვეთილზე ხდებოდა ასე, არამედ ყველგან. სკოლა მთლიანად იყო ჩართული პროცესში. თუ მოსწავლე თავად არ დაინტერესდა პედაგოგი ვერაფერს გახდები, ამ შემთხვევაში კი მათგან მოდიოდა ინტერესი, რაც სასიხარულოა. რაც შეეხება მეორე ტურს, ერთ-ერთმა მოსწავლემ მითხრა, რომ მთელი ღამე იჯდა და კითხულობდა, მთელი გულით ემზადებოდა კონკურსისთვის. ისინი დიდი ყურადღებით სცემდნენ ყველა კითხვას პასუხს და ცდილობდნენ დროც სწორად ეკონტროლებინათ. „ეტალონი“ ცოდნის გაღრმავებისა და კულტურის ამაღლების კუთხით, მოსწავლეებს ფაქტობრივად აყალიბებს, მათ სწრაფად აზროვნების, ფიქრის და ცოდნის დემონსტრირების უნარებს უვითარებს. ჩვენ ძალიან კმაყოფილები და მადლიერები ვართ. ჩემი სადამრიგებლო კლასიდან 4 მოსწავლე ჩაერთო პროექტში და ვფიქრობ, რომ ეს ოთხივეს გამარჯვებაა! რაც ძალიან მაგარია მოსწავლეების წარმატება ჯილდოვდება - ეს კი, მეტის კეთების მოტივაციას აძლევს მათ. ასე განავითარო მოსწავლეები და ამდენად დაინტერესებული იყო მათი წარმატებით - ეს მართლაც საქართველოს გამარჯვებაა! რისთვისაც დიდი მადლობა „ეტალონს“

მელანო ზოიძე, საქართველოს საპატრიარქოს ხიჭაურის წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვართ ჩართულნი „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში, ეს წარმატება არ არის პირველი. მე მაქვს იმედი, რომ ასეთი წარმატებული, მონდომებული და ჭკვიანი ბავშვი გახდება „საქართველოს ეტალონი მოსწავლე.“ ზოგადად, კონკურსზე, რომ ვისაუბრო, მომწონს ტესტების მრავალფეროვნება, ის რომ ყველა საგანს ეხება და მოსწავლეთა ზოგად ცოდნაზეა ორიენტირებული. ბავშვები მოტივირებულები არიან და საკმაოდ კარგ შედეგებსაც დებენ.

ნინი აფაქიძე, „ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე“ - ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლა:

„ეტალონი“ მეხმარება საკუთარი თავის გაუმჯობესებაში, ამით ვავითარებ ჩემს უნარებს და ვიღებ მეტ ცოდნას. ტესტები არ იყო ძალიან რთული ჩემთვის და მიხარია, რომ წარმატებით გავიარე მეორე ეტაპი. უნდა აღვნიშნო, რომ „ეტალონის“ დახმარებით მუდმივად ვვითარდები.

მანანა სიჭინავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეებს აძლევს მოტივაციას, მეტი წაიკითხონ, ახალი ინფორმაცია მიიღონ, ზოგადი ცოდნა გაიღრმაონ და ინტელექტის დონე აიმაღლონ. ნინი შრომისმოყვარე გოგოა, უყვარს წიგნების კითხვა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ველოდით მის წარმატებას.

ეკა სახურია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები არიან. ისინი დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით მუშაობდნენ ტესტებზე. ამ წამოწყებაზე უნდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი, საჭირო და აუცილებელი პროექტია, ის მთლიანად სკოლის პროგრამაზეა აგებული და რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ბავშვებს უმაღლებს მოტივაციას შიდა სასკოლო პროექტებსა თუ აქტივობებში ჩაერთონ. ყოჩაღ ამ ჩემპიონატის ორგანიზატორებს!


საბა ბრეგაძე, „ტყიბულის ეტალონი მოსწავლე“ - ტყიბულის N2 საჯარო სკოლა:


ტესტებზე მუშაობა თავიდან გამიჭირდა, თუმცა შემდეგ ალღო ავუღე და გამომივიდა. „ეტალონი“ განვითარებაში მეხმარება და მომავალშიც დიდი ინტერესით, აქტიურად ჩავერთვები.

ვასო ოდიკაძე, ტყიბულის N2 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ საბა არის ძალიან მოტივირებული, ჭკვიანი ბავშვი სულ ცდილობს განვითარებას, მიზანდასახულია და ძალიან გამიხარდა, რომ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ მან შარშანაც საკმაოდ კარგად იასპარეზა. „ეტალონი“ არის ის პროექტი, რომელსაც მოსწავლეთა ცოდნა გამოაქვს სააშკარაოზე, მე წლებია, რაც სკოლაში ამ პროცესს ვხელმძღვანელობ. ეს არის პროექტი, რომელშიც ბავშვები სიხარულით მონაწილეობენ.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
ძველი ბზის გადაგდება არ შეიძლება - რა უნდა ვიცოდეთ დღესასწაულის შესახებ
ელექტრონულ ჟურნალში ახალი ფუქნციონალები შეიქმნა რესურსცენტრის თანამშრომლებისთვის - დეტალებს სამინისტრო ასაჯაროებს
როდის გახდება ცნობილი ტესტის ნიმუში, აღწერა და სხვა დეტალები
თითოეული პირველკლასელი 100 ლარს მიიღებს - ბიუჯეტი
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება