| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლაში, ეროვნული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება.
გამომდინარე აქედან, სკოლაში არც ეროვნული სამოსის დღეს ჩაუვლია აღნიშვნის გარეშე, ამ დღესთან დაკავშირებით ლიტერატურული კლუბის - „მწიგნობარი“ მეურვემ ნანა ბეროზაშვილმა განახორციელა პროექტი - „ეროვნული სამოსი“.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩაატარეს მრავალფეროვანი აქტივობები: მოიძიეს ინფორმაცია ეროვნული სამოსის შესახებ, შექმნეს საინფორმაციო პოსტერი, მეორადი ნარჩენებისგან დაამზადეს თემატური ნივთები.
ასევე სკოლაში, ნახატების გამოფენა მოეწყო, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბავშვებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს და თემში დაარიგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან პროექტი დასრულდა შემაჯამებელი სასკოლო ღონისძიებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მარიამ ობოლაძემ.
პროექტში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულები დამრიგებლები, მშობლები და ადმინისტრაცია.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა